ოქსანა კალაშნიკოვა მსოფლიო კლასიფიკაციაში 43-ე საფეხურზე აღზევდა

AutoSharing Option
25 წლის თბილისელმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წინა კვირას ჰოლანდიური ჰერტოგენბოშის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) წყვილთა პაექრობა მოიგო იაროსლავა შვედოვასთან (ყაზახეთი) ერთად და 280 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა, რითაც მსოფლიო კლასიფიკაციაში რვა საფეხურით დაწინაურდა და 43-ე საფეხურზე აღზევდა. ეს კარიერაში მისი საუკეთესო მაჩვენებელია.

აქვე,  წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციების განახლებულ რეიტინგებში ქართველთა მაჩვენებლებს გაგაცნობთ:

ქალები
ერთეულები. 234 (229). სოფიო შაფათავა (223), 320 (319). ეკატერინე გორგოძე (124), 460 (460). სოფიო ქვაცაბაია (67), 492 (491). მარიამ ბოლქვაძე (57),
762 (758). ოქსანა კალაშნიკოვა (20), 764 (760). თინათინ ყავლაშვილი (20), 949 (975). ანა შანიძე (11), 1213 (1160). თამარ ჭალაგანიძე (4).
წყვილები. 43 (51). კალაშნიკოვა (1805), 141 (143). შაფათავა (501), 243 (246). გორგოძე (252), 435 (461). ქვაცაბაია (109), 651 (654). ბოლქვაძე (47), 770 (775). ყავლაშვილი (30), 908 (917). შანიძე (20), 1067 (1059). ახალკაცი (12), 1240 (1239). ჭალაგანიძე (5).

ვაჟები
ერთეულები. 101 (101). ნიკოლოზ ბასილაშვილი (563), 284 (264). ალექსანდრე მეტრეველი (175), 899 (905). გიორგი ცივაძე (17), 1297 (1291). გიორგი ჯავახიშვილი (5), 1531 (1413). ალექსანდრე ბაკში (2), 1723 (1837). ირაკლი მეტრევლი (1).
წყვილები. 231 (279). ა. მეტრეველი (292), 923 (934). ცივაძე (36), 940 (949). ბასილაშვილი (34), 1154 (998). ჯავახიშვილი (20), 1506 (1523). ბაკში (1), 1506 (1523). ნოდარ ითონიშვილი (1), 1506 (1567). დავით კვერნაძე (1), 1506 (1567). შოთა მეფარიძე (1 ქულა).

მიმდინარე კვირას ქართველ ჩოგბურთელთა ერთ ნაწილს საკუთარი საკლასიფიკაციო მაჩვენებლების გაუმჯობესება შეუძლია, რადგან ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობენ. ოქსანა კალაშნიკოვა ინგლისში იმყოფება და წყვილებში ტიმეა ბაბოშთან (უნგრეთი, წყვილებში მე-13) ერთად ბირმინგემის 846.000-იან შეჯიბრებაში ჩაებმება. სტარტზე იოანა კონტას (დიდი ბრიტანეთი, 146-ე) და ელინა სვიტოლინას (უკრაინა, 208-ე) დუეტს დაუპირისპირდება.

გერმანული ბრაუშვაიგის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე სოფიო ქვაცაბაიამ კიმბერლი ზიმერმანი (ბელგაი) დაამარცხა - 6:4, 6:3 და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა. აქვეა ეკატერინე გორგოძე. წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები ერთად ითამაშებენ და პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ ტენა ლუკაშსა (ხორვატია) და ბერნარდა პერას (აშშ) გაუწევენ მეტოქეობას.

ფერგანის (უზბეკეთი) 25.000-იანი ტურნირის სტარტზე მარიამ ბოლქვაძე იანა სიზიკოვას (რუსეთი) შეხვდება, წყვილებში ქსიუ გაოსთან (ჩინეთი) ერთად პოლინა მონოვა-იანა სიზიკოვას (ორივე - რუსეთი) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

ანტალიაში ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო შოთა მეფარიძემ: ჯერ ლუკა სიმკისი (დიდი ბრიტანეთი) დაამარცხა - 6:2, 6:4, შემდეგ მასპინძელი სეფა სულუოღლუ ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 7:6. ძირითად ბადეში გასასვლელად, სადაც გიორგი ჯავახიშვილი პირდაპირ არის დაშვებული, შოთამ ალექსანდრ ბაბანინე (ავსტრალია) უნდა დაამარცხოს.

წყვილებში ჯავახიშვილი და მეფარიძე პირველ წრეში ჯოვანი სამანდისა (ლიბია) და ბერტ ვან ლეისენის (ჰოლანდია) დუეტს გაეჯიბრებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
შირებო-ს. 100-იანი ხარ. ის ვინც საქართველოს სახელით გამოდის, მით უმეტეს კალაშნიკოვა არა ნატურალიზებული, არამედ აქ დაბადებული და გაზრდილია, ყველა ქრთველად უნდა მოვიხსენიოთ.
ბეგი
17:17 14-06-2016
0
თუბგნებავთ არ გამოაქვეყნოთ, მაგრამ თბილისელი კია რა, ეს გოგო არის ქართველი. ამდენს როგორ ვერ ხვდებით. სერიიზულად, ზოგჯერ მგონია რო ... ხართ და სპეციალურად აკეთებთ ამას. ქართველია ყველა, კაახელიც, ქართლელიც, მეგრელიც და რუსიც თუ საქართველოს აღიარებს სამშობლოდ. ...., ამის დაწერა რო მჭირდება ..
შირებო
16:53 14-06-2016
0

სიახლეები პოპულარული