მარია შარაპოვამ იჩივლა

AutoSharing Option
რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებაზე.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, შარაპოვამ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო აკრძალული პრეპარატის გამოყენების გამო.

როგორც რუსული პრესა წერს, შარაპოვას ადვოკატი ჯონ ჰეგერტი ოპტიმისტურად არის განწყობილი ჩოგბურთელის საქმესთან დაკავშირებით. "აპელაცია შევიტანეთ. მოუთმენლად ველოდებით სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში ჩვენი საქმის განხილვას და მისი მოგების დიდი იმედი გვაქვს", - განაცხადა ჰეგერტიმ.

იტყობინებიან, რომ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო დათანხმდა მარია შარაპოვას საქმის დაჩქარებული წესით განხილვას და გადაწყვეტილებას არაუგვიანეს 2016 წლის 18 ივლისისა მიიღებს.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული