წინა კვირასთან შედარებით, ჩვენებურმა რეიტინგი ოთხი ადგილით გაიუარესა და განახლებულ საკლასიფიკაციო ნუსხაში 563 ქულით 105-ე ადგილზეა. ხუთი საფეხურით წინ წაიწია ალექსანდრე მეტრეველმა (175 ქულა) და ამჟამად 179-ეა.
სამწუხაროდ, საგრძნობლად დათმეს პოზიციები გიორგი ცივაძემ (1031-ე, 11 ქულა) და გიორგი ჯავახიშვილმა (1502-ე, 3 ქულა). ისინი, შესაბამისად, 132 და 223 ადგილით დაქვეითდნენ. ჯავახიშვილი მიმდინარე კვირას თურქეთში, მარმარისის 10.000-იან ტურნირში მოსინჯავს
ქალთა საერთაშორისო ასოციაციის განახლებული რეიტინგით ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია:
ერთეულები. 231 (234). სოფიო შაფათავა (223), 319 (320). ეკატერინე გორგოძე (124), 463 (460). სოფიო ქვაცაბაია (67), 492 (492). მარიამ ბოლქვაძე (57), 765 (764). თინათინ ყავლაშვილი (20), 777 (762). ოქსანა კალაშნიკოვა (19), 946 (949). ანა შანიძე (11), 1206 (1213). თამარ ჭალაგანიძე (4).
წყვილები. 44 (43). კალაშნიკოვა (1805), 143 (141). შაფათავა (501), 241 (243). გორგოძე (252), 426 (435). ქვაცაბაია (109), 653 (651). ბოლქვაძე (47), 773 (770). ყავლაშვილი (30), 901 (908). შანიძე (20), 1065 (1067). ახალკაცი (12), 1236 (1240). ჭალაგანიძე (5).
სოფიო შაფათავა რომში იმყოფება და იქაურ 25.000-იან ტურნირში იასპარეზებს. იგი მეორე ნომრადაა განთესილი. სტარტზე ალისონ ბაის (ავსტრალია) შეხვდება.
წყვილებში შაფათავა და რებეკა სრამკოვა (სლოვაკეთი) გზიდან იტალიელების - სუსანა და ვირჯინია ჩიკონეების ჩამოშორებას შეეცდებიან.
ეკატერინე გორგოძე შვედეთის ქალთა ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) განთესვით მეშვიდეა და პირველ წრეში მეტოქედ ავსტრიელი პია კონიკი ეყოლება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"