ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირს დაემშვიდობა

AutoSharing Option
22 ივნისს ნიკოლოზ ბასილაშვილი (105) უიმბლდონის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე წრეში ეგვიპტელ მოჰამედ საფვატს (219) შეხვდა და ზუსტად ორ საათში 5:7, 6:3, 5:7 დამარცხდა.

პირველი სეტი ეგვიპტელმა ჩოგბურთელმა 41 წუთში 7:5 მოიგო, მეორე სეტში ბასილაშვილმა 37 წუთში იმძლავრა - 6:3.

სამწუხაროდ, გადამწყვეტ სეტში ეგვიპტელმა იყოჩაღა (7:5) და მე-3 ნომრად განთესილი ქართველი ტურნირიდან გააგდო.

შარშან ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ბადე გაიარა და შემდეგ კიდევ ორი წრე გადალახა. მხოლოდ ძირითად ბადეში თამაშისთვის მან 90 ქულა დაიმსახურა, რომლებიც წლეულს მან ვეღ
არ დაიცვა და ამიტომ რეიტინგში დაქვეითება არ ასცდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფედერაცია ფულს არ ურიცხავს..და ყიდის თამაშებს ეს ყველამ იცის რაქნას აბა უპატრონო ქვეყნის სახელით თამაშობსდა..თუმცა ბასილაშვილისგან დიდი დონის ჩოგბურტელი არასდროს დადგება რადგან ქალის პადაჩა აქვს ..
გურო
02:58 23-06-2016
0
აუფ არადა ფინალში ამის იმედი მქონდა:))))))
Mamuka
23:48 22-06-2016
0

სიახლეები პოპულარული