უიმბლდონი: ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეკორდით მოიგო

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოგებით დაიწყო უიმბლდონზე ტიტულის დაცვა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს ორი საათი და სამი წუთი დასჭირდა ბრიტანელი ჯეიმს უორდის დასამარცხებლად - 6:0, 7:6(3), 6:4. ეს იყო ჯოკოვიჩის ზედიზედ 29-ე მოგება "დიდი სლემის" ტურნირებზე, რითაც გაიმეორა "ღია ერაში" როდ ლეივერის რეკორდი. ნოვაკი შარშანდელი როლან გაროსის ფინალის შემდეგ არ მარცხდება.

უორდის წინააღმდეგ, ჯოკოვიჩმა პირველი ცხრა გეიმი მოიგო და ამ დროის განმავლობაში, ჯამში მხოლოდ 13 ქულა დათმო. თუმცა, ამის შემდეგ, ბრიტანელმა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა - მეხუთე გეიმში ბრეიკის დაბრუნება მოახერხა, 5:5-ზე კი
ჯოკოვიჩს სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. აქ საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და ის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მოიგო. რაც შეეხება მესამე სეტს, ჯოკოვიჩმა მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკი და საკუთარი მოწოდება აღარ დაუთმია. ნოვაკმა წელს 48-ე მატჩი ითამაშა და 45-ე გამარჯვება მოიპოვა.

ჯოკოვიჩის მორიგი მეტოქე ფრანგი ადრიან მანარინო იქნება, რომელმაც 31 "ვინერსისა" და 12 ეისის წყალობით, ასევე ორ საათსა და სამ წუთში დაამარცხა ბრიტანელი კაილ ედმუნდი - 6:2, 7:5, 6:4.

იაპონელმა კეი ნიშიკორიმ სემ გროტზე მხოლოდ ცხრა ქულით მეტი მოიგო, მაგრამ ექვსი ბრეიკის წყალობით დაამარცხა ავსტრალიელი - 6:4, 6:3, 7:5. მსოფლიოს მეხუთე ნომერმა ამ თვის დასაწყისში, ტრავმის გამო გამოტოვა ჰალეს ტურნირი და გუშინდელ მატჩშიც დასჭირდა სამედიცინო ტაიმ-აუტი, თუმცა აზიელისთვის ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

დავიდ ფერერმა საათსა და 14 წუთში გაანადგურა დუდი სელა - 6:2, 6:1, 6:1 და მეორე რაუნდში ფრანგ ნიკოლა მაუს შეხვდება. მარინ ჩილიჩმა 18 ეისისა და 89-პორცენტიანი პირველი მოწოდების ხარჯზე მოუგო ბრაიან ბეიკერს - 6:3, 7:5, 6:3. ხორვატი ბოლო ორ ტურნირზე მეოთხედფინალამდე მიდიოდა და ორივეჯერ ჯოკოვიჩთან წააგო.

ბრწყინვალე სტატისტიკა აჩვენა მეექვსე ნომრად განთესილმა მილოშ რაონიჩმა პაბლო კარენო ბუსტასთან. კანადელმა 27 ეისი ჩააწოდა, 58 "ვინერსი" დააგროვა და მხოლოდ 22 უნებლიე შეცდომა დაუშვა - 7:6(4), 6:2, 6:4.

გუშინ, ეისების კიდევ ერთმა ოსტატმა ივო კარლოვიჩმაც მოიგო. ხორვატმა 26 ეისი მოაწოდა, არც ერთი ორმაგი შეცდომა არ ჰქონია და სამ სეტში დაამარცხა 19 წლის თანამემამულე ბორნა ჩორიჩი - 7:6(8), 7:6(7), 6:4.

დღის ბოლოს, ბრძოლაში ჩაება როჯერ ფედერერი, რომელიც არგენტინელ გუიდო პეიას ხვდებოდა. სამხრეთამერიკელი ორ საათზე მეტხანს ეწინააღმდეგებოდა ლეგენდას, მაგრამ სამ სეტში წააგო ისე, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. პირველ ორ სეტში ფედერერმა რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, ორივე ტაი-ბრეიკზე დომინირებდა. მესამე სეტში კი როჯერმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და მეორე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა.

* * *
ქალთა ტურნირზე ერთ-ერთი მთავარი მატჩი იყო 2013 წლის ფინალისტის საბინ ლისიცკის დაპირისპირება შელბი როჯერსთან. ეს ის როჯერსია, რომელმაც როლან გაროსზე გაიბრწყინა, როცა მეოთხედფინალამდე გავიდა და იქ მომავალ ტრიუმფატორთან გარბინ მუგურუსასთან წააგო. მაგრამ, გუშინდელ მატჩში ბრძოლა საერთოდ არ იყო - გერმანელს მხოლოდ 52 წუთი დასჭირდა ორ სეტში მოგებისთვის - 6:1, 6:3. ლისიცკის ანგარიშზე 19 "ვინერსი" იყო და ახლა, ის მეორე წრეში სამანტა სტოსურს შეხვდება. ვეტერანმა ავსტრალიელმა 7:5, 6:3 მოუგო მაგდა ლინეტს.

რაც შეეხება მუგურუსას, რომელიც შარშანდელი ტურნირის ფინალისტია, მას დიდი ჯაფა დაადგა იტალიელი კამილა ჯორჯის დასამაცხებლად. ესპანელს შეეძლო იოლად მოეყვანა საქმე გამარჯვებამდე - პირველი სეტი მოიგო და მეორეში ბრეიკით იგებდა, მაგრამ ჯორჯის მეორე პარტიის მოგების საშუალება მისცა და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა - 6:2, 5:7, 6:4.

სიმონა ჰალეპმა, რომელმაც შარშან, პირველივე წრე წააგო უიმბლდონზე, ანა-კაროლინა შმიედლოვას ბარიერი გადალახა. რუმინელს პირველ სეტში გაუჭირდა, როცა 4:1-ს იგებდა, მაგრამ მეტოქეს ანგარიში გაათანაბრებინა. თუმცა ჰალეპი დროზე მოეგო გონს და დარჩენილ დროში პრობლემა აღარ შექმნია - 6:4, 6:1.

ლისიცკის მიბაძა და ასევე ძალიან იოლად მოიგო კიდევ ერთმა გერმანელმა, ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა ანჟელიკ კერბერმა. მან ადგილობრივი პუბლიკის იმედს ლაურა რობსონს მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო - 6:2, 6:2.

კაცები
I რაუნდი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჯ. უორდი (ბრიტ) 6:0, 7:6(3), 6:4
მანარინო (საფ)-ედმუნდი (ბრიტ) 6:2, 7:5, 6:4
ბელუჩი (ბრა)-ბემელმანსი (ბელ) 3:6, 6:4, 6:3, 1:6, 8:6
კუერი (აშშ, 28)-როსოლი (ჩეხ) 6:7(6), 6:7(5), 6:4, 6:3, 12:10
ერბერი (საფ)-კოლშრაიბერი (გერ, 21) 7:5, 6:3, 3:6, 6:3
ძუმჰური (ბოს)-კუდლა (აშშ) 7:6(5), 7:5, 2:6, 1:6, 6:3
მაუ (საფ)-კლეინი (ბრიტ) 7:6(0), 6:4, 6:4
ფერერი (ესპ, 13)-სერა (ისრ) 6:2, 6:1, 6:1
გოფენი (ბელ, 11)-ა. უორდი (ბრიტ) 6:2, 6:3, 6:2
როჟე-ვასელენი (საფ)-გაბაშვილი (რუს) 1:6, 6:3, 6:4, 6:4
ალმაგრო (ესპ)-დუტრა სილვა (ბრა) 6:3, 7:6(6), 5:7, 3:6, 6:3
ისტომინი (უზბ)-ანდერსონი (ს. აფრ, 20) 4:6, 6:7(13), 6:4, 7:6(2), 6:3
სოკი (აშშ, 27)-გულბისი (ლატ) 6:4, 6:4, 6:4
ჰაასე (ჰოლ)-შვარცმანი (არგ) 2:6, 6:2, 6:3, 2:6, 7:5
სეპი (იტა)-გარსია ლოპესი (ესპ) 6:2, 6:4, 6:0
რაიონიჩი (კან, 6)-კარენო ბუსტა (ესპ) 7:6(4), 6:2, 6:4
ფედერერი (შვეიც, 3)-პეია (არგ) 7:6(5), 7:6(3), 6:3
უილისი (ბრიტ)-ბერანკისი (ლიტ) 6:3, 6:3, 6:4
ევანსი (ბრიტ)-შტრუფი (გერ) 6:3, 6:7(6), 7:6(7), 7:5
დოლგოპოლოვი (უკრ, 30)-დონსკოი (რუს) 6:2, 6:4, 3:6, 7:6(3)
შარდი (საფ)-მონფილსი (საფ, 17) 6:7(4), 6:0, 4:6, 6:1, 6:2
ჯონსონი (აშშ)-ჟაზირი (ტუნ) 7:5, 7:6(2), 6:4
დიმიტროვი (ბულ)-ფრატანჯელო (აშშ) 6:3, 6:4, 6:2
სიმონი (საფ, 16)-ტიპსარევიჩი (სერ) 4:6, 6:4, 7:5, 6:3
ჩილიჩი (ხორ, 9)-ბეიკერი (აშშ) 6:3, 7:5, 6:3
სტახოვსკი (უკრ)-ნიშიოკა (იაპ) 6:3, 6:4, 6:4
ლაჩკო (სლოვაკ)-ლორენცი (იტა) 6:4, 6:7(5), 7:5, 6:3
კარლოვიჩი (ხორ, 23)-ჩორიჩი (ხორ) 7:6(8), 7:6(7), 6:4
კუზნეცოვი (რუს)-კუევასი (ურუ, 29) 6:3, 3:6, 5:7, 6:3, 6:4
ხირალდო (კოლ)-მიულერი (ლუქ) 6:4, 7:6(3), 6:7(5), 3:6, 11:11 შეწყდა
ბენეტო (საფ)-მარჩენკო (უკრ) 6:4, 6:2, 7:6(8)
ნიშიკორი (იაპ, 5)-გროტი (ავსტრია) 6:4, 6:3, 7:5

ქალები
I რაუნდი
ჰალეპი (რუმ, 5)-შმიედლოვა (სლოვაკ) 6:4, 6:1
სკიავონე (იტა)-სევასტოვა (ლატ) 7:6(7), 6:4
ბარტელი (გერ)-კოვინიჩი (ჩერ) 6:2, 7:6(3)
ბერტენსი (ჰოლ, 26)-ოსტაპენკო (ლატ) 6:3, 6:2
ერანი (იტა, 20)-ტიგი (რუმ) 6:4, 6:4
კორნე (საფ)-ჰერცოგი (სლოვენ) 6:3, 6:0
ფლიპკენსი (ბელ)-გიბსი (აშშ) 6:3, 6:1
კისი (აშშ, 9)-ზიგემუნდი (გერ) 6:3, 6:1
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 15)-ვიკმაიერი (ბელ) 6:2, 0:6, 8:6
დოი (იაპ)-ჩირიკო (აშშ) 6:1, 6:2
ფრიდზემი (გერ)-დიასი (ყაზ) 6:4, 6:0
ალექსანდროვა (რუს)-ივანოვიჩი (სერ, 23) 6:2, 7:5
ვიტჰოფტი (გერ)-ბეგუ (რუმ, 25) 6:1, 6:4
ნარა (იაპ)-ბრენგლი (აშშ) 6:2, 6:7(5), 6:3
ლეპჩენკო (აშშ)-პერეირა (ბრა) 5:7, 7:6(3), 6:2
კერბერი (გერ, 4)-რობსონი (ბრიტ) 6:2, 6:2
ვ. უილიამსი (აშშ, 8)-ვეკიჩი (ხორ) 7:6(3), 6:4
საკარი (საბ)-ს. ჟენგი (ჩინ) 6:3, 6:2
არუაბარენა (ესპ)-გოვორცოვა (ბლრ) 6:2, 1:6, 8:6
კასატკინა (რუს, 29)-დუვალი (აშშ) 6:0, 7:5
იანკოვიჩი (სერ, 22)-ფოგელი (შვეიც) 6:2, 6:2
ერაკოვიჩი (ა. ზელ)-ფალკონი (აშშ) 4:6, 6:3, 10:8
ალერტოვა (ჩეხ)-გასპარიანი (რუს) 6:3, 3:0 უარი
სუარეს ნავარო (ესპ, 12)-ს. ჟანგი (ჩინ) 6:3, 4:6, 6:4
სტოსური (ავსტრა, 14)-ლინეტი (პოლ) 7:5, 6:3
ლისიცკი (გერ)-როჯერსი (აშშ) 6:1, 6:3
შვედოვა (ყაზ)-გორგესი (გერ) 7:5, 6:4
სვიტოლინა (უკრ, 17)-ბროუდი (ბრიტ) 6:2, 6:3
საფაროვა (ჩეხ, 28)-მატეკი (აშშ) 6:7(7), 7:6(3), 7:5
კროუფორდი (აშშ)-კანია (პოლ) 7:5, 6:3
ჩეპელოვა (სლოვაკ)-დუკე მარინო (კოლ) 7:5, 7:5
მუგურუსა (ესპ, 2)-ჯორჯი (იტა) 6:2, 5:7, 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული