სოფიო შაფათავას ორი მოგება რომის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს

AutoSharing Option
27 ივნისს იტალიის დედაქალაქში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი), რომელშიც თბილისელი სოფიო შაფათავაც მონაწილეობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა სტარტზე ორი გამარჯვება მოიპოვა: ერთეულებში სოფიომ ხორვატი ტენა ლუკაში დაამარცხა - 6:3, 6:3 და მერვედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ სილვია სოლერ-ესპინოზას გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა ვიქტორია როდრიგესი (მექსიკა) ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 7:6.

წყვილებში შაფათავა უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან არის შეამხანაგებული. პირველ წრეში ქართულ-უნგრულმა დუეტმა მასპინძლებს - მარტინა ბიაჯიანტისა და კიარა კატინის სძლია - 6:3, 6:0. მეოთხედფინალში მეორე ნომრად განთესილი შაფათავა და იანი
კრიდტიანა ფერანდო (იტალია), ვიქტორია როდრიგესისა (მექსიკა) და ჯორჯია მარჩეტი, მარია მასინის (ორივე - იტალია) წყვილებს შორის უძლიერესთან გაარკვევენ ურთიერთობას.

* * *
პოლონეთში ქალთა 25.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში ჩაებმებიან ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია, რომლებიც პირველ წრეში, შესაბამისად, ბარბორა მიკლოვას (ჩეხეთი) და დარია ჩერნეცოვას (ბელორუსი) შეხვდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული