მარია შარაპოვა რიოში წავა, თუ...

AutoSharing Option
რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შამილ ტარპიშჩევმა განაცხადა, რომ მარია შარაპოვა აუცილებლად ითამაშებს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე, თუ მას დისკვალიფიკაციის ვადას შეუმცირებენ. როგორც იცით, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ორი წლით არის დისკვალიფიცირებული და მარიამ ამ სასჯელზე სარჩელი შეიტანა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში.

"თუ ვადას შეამცირებენ და დისკვალიფიკაციის ათვლას იანვრიდან დაიწყებენ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუ მარიას შანსს მისცემენ, ის აუცილებლად ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან", - განაცხადა ტარპიშჩევმა.

ჯერჯერობით, რუსეთის ქალთა ნაკრების შემადგენლობა რიოს ოლიმპიადისთვის ასეთია: სვეტლანა კუზნეცოვა, ანასტასია პავლიუჩენკოვა, დარია კასატკინა,
ეკატერინა მაკაროვა, ელენა ვესნინა და მარგარიტა გასპარიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული