უიმბლდონი: დიდი სლემი არ იქნება

AutoSharing Option
ერთ სეზონში "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის მოგება კარიერის საუკეთესო წლებში ვერ შეძლეს როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა.

წლევანდელ სეზონში ნოვაკ ჯოკოვიჩს ჰქონდა ისტორიული შედეგის მიღწევის შანსი: სერბმა, როგორც იქნა, გაიმარჯვა როლან გაროსზე და "დიდი სლემის" აღებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. მაგრამ მსოფლიოს პირველი ჩოგანი და მისი გულშემატკივრები ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ სერბი ვერ შეძლებდა უიმბლდონზე მესამე რაუნდის გადალახვას.

ნოვაკ ჯოკოვიჩს ორდღიანი მარათონის გადატანა მოუწია ამერიკელი სემ კუერის წინააღმდეგ. სერბი პარასკევს ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიოს პირველმა ნომერმა ძალიან ცუდად დაიწყო შეხვედრა - პირველ
სეტში ტაი-ბრეიკზე წააგო, მეორეში კი განადგურდა, როცა მხოლოდ ერთი გეიმის აღება მოახერხა. ნოვაკ მშველელად წვიმა მოევლინა და მატჩი მეორე დღისთვის გადაიდო. სხვათა შორის, ანალოგიურ მდგომარეობაში იყო ჯოკოვიჩი შარშან, კევინ ანდერსონის წინააღმდეგ, როცა ასევე წააგო პირველი ორი პარტია, მაგრამ მეორე დღეს შეძლო ზედიზედ სამი სეტის მოგება.

სერბის გულშემატკივრებს მორიგი "ქამბექის" იმედი მიეცათ, როცა ნოვაკმა მესამე სეტი ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაიწყო - 4:0. და სწორედ ამ დროს, მატჩი ისევ წვიმის გამო შეწყდა. პაუზის შემდეგ, სერბმა შეცდომებს უმატა, თუმცა მესამე სეტის მოგება მოახერხა. მეოთხე პარტიაში რეიტინგის ლიდერს ჰქონდა სათამაშო უპირატესობა.

კუერის მოწოდებაზე მუდმივად იღებდა ბრეიკ-პოინტებს, მაგრამ ამერიკელი ახერხებდა საკუთარი გეიმების გადარჩენას. და მაინც, სეტში რიგით მე-13 ბრეიკ-პოინტი სერბმა მომგებიან ქულაში გარდასახა და 5:4-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. თითქოს პარტიებს შორის ანგარიშის გათანაბრება გარდაუვალი იყო, მაგრამ ამერიკელმა საპასუხო ბრეიკი შეასრულა, შემდეგ კიდევ ერთი გეიმი აიღო, 6:5 დაწინაურდა და... ისევ წვიმა წამოვიდა.

მატჩში რიგით მეოთხე პაუზის შემდეგ, კუერი ცუდად შევიდა თამაშში - მან ზედიზედ ექვსი ქულა წააგო და ტაი-ბრეიკზე 0:2 ჩამორჩა. მე-13 გეიმში ჯოკოვიჩი ორჯერ იგებდა მინი-ბრეიკით და ორივეჯერ გაფლანგა უპირატესობა. ბოლოს, ნოვაკმა საკუთარი შეცდომით ორმაგი მატჩბოლი აჩუქა მეტოქეს და კუერიმ მეორე ცდაზე ბოლო წლებში მამაკაცთა ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია მოახდინა - 7:6, 6:1, 3:6, 7:6.

"ვულოცავ სემს გამარჯვებას. ის შესანიშნავად თამაშობდა და მოწოდების წყალობით ბევრ იოლ ბურთს იღებდა. სემმა დაიმსახურა მოგება. მქონდა შანსები, სეტზე ჩაწოდება შემეძლო, წინ ვიყავი ტაი-ბრეიკზე, მაგრამ ისე ვერ ვათამაშებდი ბურთს, როგორც მსურდა. რაც შეეხება პაუზებს წვიმის გამო, არ ღირს ამაზე ყურადღების აქცენტირება. ჩვენ ერთნაირ პირობებში ვიყავით - წვიმა მეც მიშლიდა ხელს და მასაც. ვიყავი თუ არა მზად 100 პროცენტით? არა, მაგრამ არ ღირს ამაზე ლაპარაკი. გავიმეორებ - კუერი ბრწყინვალედ თამაშობდა და დაიმსახურა გამარჯვება", - განაცხადა მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა.

ასე რომ, ამერიკელმა დაამსხვრია ჯოკოვიჩის ოცნებები "დიდ სლემზე". აქამდე, სერბს ზედიზედ 30 მატჩი ჰქონდა მოგებული "დიდი სლემის" ტურნირებზე. გარდა ამისა, ის ამ სერიის შეჯიბრებებში ზედიზედ 28-ჯერ იყო გასული მეოთხედფინალში და ეს სერიაც მეტად მოულოდნელად შეწყდა.

ასე რომ, ჯოკოვიჩის მარცხი გზას უხსნის სხვა ჩოგბურთელებს გამარჯვებისკენ. ბოლო ერთი წელია, "დიდი სლემის" ტურნირებს მხოლოდ ნოვაკი იგებდა, გარდა ამისა, პირველად 2014 წლის შემდეგ, ფინალი "დიდ სლემზე" სერბის გარეშე ჩაივლის.

კაცები
II რაუნდი
ბერდიხი (ჩეხ, 10)-ბეკერი (გერ) 6:4, 6:1, 6:2
პუიე (საფ, 32)-იანგი (აშშ) 6:4, 6:3, 6:3
დელ პოტრო (არგ)-ვავრინკა (შვეიც, 4) 3:6, 6:3, 7:6(2), 6:3
ისნერი (აშშ, 18)-ბარტონი (ავსტრა) 7:6(8), 7:6(3), 7:6(8)
ცონგა (საფ, 12)-მონაკო (არგ) 6:1, 6:4, 6:3
კირგიოსი (ავსტრა, 15)-ბრაუნი (გერ) 6:7(3), 6:1, 2:6, 6:4, 6:4
ფ. ლოპესი (ესპ, 22)-ფონინი (იტა) 3:6, 6:7(5), 6:3, 6:3, 6:3
ზვერევი (გერ, 24)-იუჟნი (რუს) 6:4, 3:6, 6:0, 4:6, 6:2

1/16 ფინალი
კუერი (აშშ, 28)-ჯოკოვიჩი (სერ, 1) 7:6(6), 6:1, 3:6, 7:6(5)
მაუ (საფ)-ერბერი (საფ) 7:6(5), 6:4, 3:6, 6:3
გოფენი (ბელ, 11)-ისტომინი (უზბ) 6:4, 6:3, 2:6, 6:1
რაონიჩი (კან, 6)-სოკი (აშშ, 27) 7:6(2), 6:4, 7:6(1)
ფედერერი (შვეიც, 3)-ევანსი (ბრიტ) 6:4, 6:2, 6:2
ჯონსონი (აშშ)-დიმიტროვი (ბულ) 6:7(6), 7:6(3), 6:4, 6:2
ჩილიჩი (ხორ, 9)-ლაჩკო (სლოვაკ) 6:3, 6:3, 6:4
ნიშიკორი (იაპ, 5)-კუზნეცოვი (რუს) 7:5, 6:3, 7:5
ტომიჩი (ავსტრა, 19)-ბაუტისტა აგუტა (ესპ, 14) 6:2, 6:4, 6:4
მარეი (ბრიტ, 2)-მილმენი (ავსტრა) 6:3, 7:5, 6:2
პუიე (საფ, 32)-დელ პოტრო (არგ) 6:7(4), 7:6(6), 7:5, 6:1
გასკე (საფ, 7)-რამოსი (ესპ) 2:6, 7:6(5), 6:2, 6:3
ცონგა (საფ, 12)-ისნერი (აშშ, 18) 6:7(3), 3:6, 7:6(5), 6:2, 19:17
კირგიოსი (ავსტრა, 15)-ფ. ლოპესი (ესპ, 22) 6:3, 6:7(2), 6:3, 6:4
ვესელი (ჩეხ)-სოუზა (პორ, 31) 6:2, 6:2, 7:5
ბერდიხი (ჩეხ, 10)-ზვერევი (გერ, 24) 6:3, 6:4, 4:6, 6:1

1/8 ფინალი
კუერი (აშშ, 28)-მაუ (საფ)
გოფენი (ბელ, 11)-რაონიჩი (კან, 6)
ფედერერი (შვეიც, 3)-ჯონსონი (აშშ)
ჩილიჩი (ხორ, 9)-ნიშიკორი (იაპ, 5)
ვესელი (ჩეხ)-ბერდიხი (ჩეხ, 10)
ტომიჩი (ავსტრა, 19)-პუიე (საფ, 32)
გასკე (საფ, 7)-ცონგა (საფ, 12)
კირგიოსი (ავსტრა, 15)-მარეი (ბრიტ, 2)

ქალები
II რაუნდი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-მაკჰეილი (აშშ) 6:7(7), 6:2, 6:4
ბეკი (გერ)-სასნოვიჩი (ბლრ) 6:2, 6:1
პავლიუჩენკოვა (რუს, 21)-პუტინცევა (ყაზ) 7:5, 6:1
სტრიკოვა (ჩეხ, 24)-როდინა (რუს) 6:4, 6:0
კუზნეცოვა (რუს, 13)-მური (ბრიტ) 6:1, 2:6, 6:3
სტივენსი (აშშ, 18)-მინელა (ლუქ) 3:6, 7:6(6), 8:6
ბაშჩინსკი (შვეიც, 11)-ნიკულესკუ (რუმ) 4:6, 6:2, 6:1
მაკაროვა (რუს)-კვიტოვა (ჩეხ, 10) 7:5, 7:6(5)

1/16 ფინალი
ვ. უილიამსი (აშშ, 8)-კასატკინა (რუს, 29) 7:5, 4:6, 10:8
სუარეს ნავარო (ესპ, 12)-ერაკოვიჩი (ა. ზელ) 6:2, 6:2
დოი (იაპ)-ფრიდზემი (გერ) 7:6(1), 6:3
კერბერი (გერ, 4)-ვიტჰოფტი (გერ) 7:6(11), 6:1
საფაროვა (ჩეხ, 28)-ჩეპელოვა (სლოვაკ) 4:6, 6:1, 12:10
ჰალეპი (რუმ, 5)-ბერტენსი (ჰოლ, 26) 6:4, 6:3
შვედოვა (ყაზ)-ლისიცკი (გერ) 7:6(2), 6:1
კისი (აშშ, 9)-კორნე (საფ) 6:4, 5:7, 6:2
ციბულკოვა (სლოვაკ, 19)-ბუშარი (კან) 6:4, 6:3
ა. რადვანსკა (პოლ, 3)-სინიაკოვა (ჩეხ) 6:3, 6:1
ს. უილიამსი (აშშ, 1)-ბეკი (გერ) 6:3, 6:0
კუზნეცოვა (რუს, 13)-სტივენსი (აშშ, 18) 6:7(1), 6:2, 8:6
პავლიუჩენკოვა (რუს, 21)-ბაშჩინსკი (შვეიც, 11) 6:3, 6:2
ვანდევეგე (აშშ, 27)-ვინჩი (იტა, 6) 6:3, 6:4
მაკაროვა (რუს)-სტრიკოვა (ჩეხ, 24) 6:4, 6:2
ვესნინა (რუს)-ბოუსრუპი (აშშ) 7:5, 7:5

1/8 ფინალი
ს. უილიამსი (აშშ, 1)-კუზნეცოვა (რუს, 13)
პავლიუჩენკოვა (რუს, 21)-ვანდევეგე (აშშ, 27)
ა. რადვანსკა (პოლ, 3)-ციბულკოვა (სლოვაკ, 19)
მაკაროვა (რუს)-ვესნინა (რუს)
ჰალეპი (რუმ, 5)-კისი (აშშ, 9)
დოი (იაპ)-კერბერი (გერ, 4)
ვ. უილიამსი (აშშ, 8)-სუარეს ნავარო (ესპ, 12)
შვედოვა (ყაზ)-საფაროვა (ჩეხ, 28)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული