უიმბლდონზე მსაჯმა ჩოგბურთელი მოსაშარდად არ გაუშვა და...

AutoSharing Option
ურუგვაელმა პაბლო კუევასმა და ესპანელმა მარსელ გრანოლერსმა 10-წუთიანი მჯდომარე გაფიცვა მოაწყვეს უიმბლდონის წყვილთა თანრიგის მესამე წრის მატჩში.

ამ დუეტმა ხუთ სეტში წააგო შეხვედრა ბრიტანელი ჯონათან მარაისა და კანადელი ადილ შამასდინის წყვილთან - 3:6, 6:4, 4:6, 6:3, 12:14. ბოლო სეტის წინ, კუევასმა მსაჯ ოდელი ტურტეს მცირეხნიანი შესვენება თხოვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ უარი მიიღო.

მაშინ ურუგვაელი დაიმუქრა, რომ ბურთების შესანახ ქილაში მოშარდავდა, რის გამოც არბიტრისგან გაფრთხილება მიიღო. მოგვიანებით, კუევასმა ტრიბუნებზე მოიგერია ბურთი და წყვილმა საჯარიმო ქულა დაიმსახურა.

ყველაფერი ურუგვაიელისა და ესპანელის
10-წუთიანი მჯდომარე გაფიცვით დასრულდა, რომელიც ტურნირის სუპერვაიზერის ჩარევის შემდეგ შეწყდა. ახლა, სპორტსმენებს სერიოზული სანქცია ელოდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული