უიმბლდონი 2016-ის ფინალში ერთმანეთს მილოშ რაონიჩი და ენდი მარეი შეხვდებიან

AutoSharing Option
უიმბლდონის ფინალში ერთამანეთის პირისპირ კანადელი მილოშ რაონიჩი და ბრიტანელი ენდი მარეი წარსდგებიან. შეხვედრა 10 ივლისს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე დაიწყება.

მარეიმ ნახევარფინალში ჩეხი ტომაშ ბერდიხი 6:3, 6:3, 6:3 დაამარცხა. ამ გამარჯვებამ მსოფლიოს მეორე ჩოგანს წლის შემაჯამებელ ტურნირზე ადგილი გაუნაღდა.

ენდი მარეის ორჯერ უთამაშია უიმბლდონის ტურნირში. 2012 წელს ის როჯერ ფედერერთან დამარცხდა, 2013-ში კი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

რაც შეეხება მილოშ რაონიჩისა და ენდი მარეის მეტოქეობას, ისინი ერთმანეთს 9-ჯერ დაუპირისპირდნენ და აქ ანგარიშია 6:3, ბრიტანელის სასარგებლოდ.

ამრიგად, უიმბლდონი 2016-ის ფინალურ მატჩში არც
ნოვაკ ჯოკოვოჩი ითამაშებს, არც შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და არც ესპანელი რაფაელ ნადალი. მსგავსი რამ კი ბოლოს 14 წლის წინ, 2002 წელს მოხდა. მაშინ ლეიტონ ჰიუიტმა არგენტინელ დავიდ ნალბანდიანს მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლქვაძეც გავიდა უიმბლდონის ფინალში (ჯუნიორებში), მაგრამ რატომღაც არ შემხვედრია არცერთი პოსტი ...
უიმბლდონი
16:04 10-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული