უიმბლდონი ენდი მარეიმ მოიგო

AutoSharing Option
ენდი მარეიმ უიმბლდონზე საოცრად ჩაატარა დასკვნითი მატჩები და დამსახურებულად მოიგო "დიდი სლემი" კარიერაში მესამედ. პირველად ეს 2012 წელს ამერიკის ღია პირველობაზე მოახერხა, მეორედ - 2013 წელს იუმბლდონზე. ამასთან, ეს გახლდათ ბრიტანელი ჩოგბურთელის მესამე ტიტული მიმდინარე სეზონში და 38 - კარიერაში.

მარეი ნახევარფინალურ შეხვედრაშიც სტაბილური იყო - ტომაშ ბერდიხი სამ სეტში ერთნაირი ანგარიშით, 6:3 დაამარცხა. ფინალში კი კანადელ მილან რაონიჩს შეხვდა, რომელმაც ნახევარფინალში სენსაცია "გამოაცხო" - ხუთსეტიან დაძაბულ ბრძოლაში სძლია როჯერ ფედერერს. სამი სეტის შემდეგ შვეიცარიელი იგებდა (2:1), თუმცა 25 წლის
რაონიჩმა სახელოვან მეტოქესთან თამაშის შემოტრიალება შეძლო.

როგორც ჩანს, კანადელმა მთელი ენერგია თუ ემოცია ნახევარფინალს შეალია, ფინალში კი გაცილებით უკეთ მარეი გამოიყურებოდა, რომელმაც არაერთი, ფაქტობრივად წაგებული გეიმი გადაარჩინა და საბოლოოდ 2:47 საათიან დაპირისპირებაში 3:0 იმარჯვა.

- ეს გახლავთ ჩემი საუკეთესო წუთები მიმდინარე სეზონში. იყო გამარჯვებები, წაგებები, მაგრამ უიმბლდონის მოგება სუპერგანსაკუთრებული მოვლენაა. ჩემს მეტოქეს საოცარი ნახევარფინალი ჰქონდა, ყოველ წელს უმატებს. სწორედ ასეთ ოპონენტთან გამარჯვებაა ერთი-ორად სასიხარულო. მადლობა ყველას, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ტრიბუნებიდან მხურვალედ მქომაგობდნენ, - აღნიშნა გახარებულმა მარეიმ.

ვაჟები
ერთეულები
1/2 ფინალი
ბერდიხი-მარეი 3:6, 3:6, 3:6
რაონიჩი-ფედერერი 3:6, 6:7, 4:6, 7:5, 6:3

ფინალი
რაონიჩი-მარეი 4:6, 6:7, 6:7

ქალები
წყვილები
ფინალი
უილიამსი/ვ.უილიამსი-ბაბოში/შვედოვა-ს 6:3, 6:4

ვაჟები
წყვილები
ფინალი
ჰერბერტი/მაო-ბენეტო/როჯერ-ვესელინი 6:4, 7:6, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთელი დღეა მეგონა წყვილები უილიამსებმა მოიგო და თქვენთან წაუგიათ ფინალი
batumi
23:56 10-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული