დევისის თასი. ევროაფრიკული მეორე ზონა: საქართველო VS ზიმბაბვე

AutoSharing Option
დღეს, 13 საათზე, "მზიურის" მთავარ კორტზე დაიწყება დევისის თასის გათამაშების მორიგი მატჩი ევროაფრიკული მეორე ზონის ნაკრებებს შორის.

ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საქართველოს (ნიკოლოზ ბასილაშვილი (121), გიორგი ცივაძე (1020), გიორგი ჯავახიშვილი (1493), ნოდარ ითონიშვილი, კაპიტანი დავით კვერნაძე) და ზიმბაბვეს (ბენჟამინ ლოკი (982), კორტნი ჯონ ლოკი (2086), მარკ ფინი (1119) და მეჰლული დონ აიანდა სიბანდა (ურეიტინგო), კაპიტან მარტინ დზუვა) ეროვნული გუნდები.

წლეულს, 4-6 მარტს, ჩვენები დანიელებთან დამარცხდნენ და ახლა, ზიმბაბველების მსგავსად, ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. შეხვედრები 15-17 ივლისს გაიმართება. წილისყრით, პირველები გავლენ კორტზე გიორგი
ცივაძე და სტუმართა ლიდერი ბენჟამინ ლოკი. მერე სარბიელი ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მარკ ფინის დაეთმობათ.

16 ივლისს წყვილები ითამაშებენ: ნიკოლოზ ბასილაშვილი, ნოდარ ითონიშვილი-ბენჟამინ ლოკი, კორტნი ჯონ ლოკი.

17 ივლისი. ნიკოლოზ ბასილაშვილი-ბენჟამინ ლოკი, გიორგი ცივაძე-მარკ ფინი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არავინ არ აჩვენებს ?
მიშა63
12:19 15-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული