დევისის თასი: ზიმბაბველებთან ცივაძემ წააგო, ბასილაშვილმა მოიგო

AutoSharing Option
15 ივლისს "მზიურის" მთავარ კორტზე სტარტი აიღო დევისის თასის გათამაშების ევრო/აფრიკული მეორე ზონის დაპირისპირებამ საქართველოსა და ზიმბაბვეს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებებს შორის.

დღის პირველ მატჩში გიორგი ცივაძე სტუმართა ლიდერ ბენჯამინ ლოკს დაუპირისპირდა და ხუთსეტიან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 6:3, 0:6, 5:7, 7:6 (7:2), 4:6 დამარცხდა.

საერთო ანგარიშის გათანაბრება საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეძლო, რომელმაც მარკ ფინს იოლად სძლია 6:3, 6:3, 6:2.

დღეს, 16 ივლისს, "მზიურის" კორტებზე წყვილები ითამაშებენ - 15:00 სთ-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნოდარ ითონიშვილი ბენჟამინ ლოკი-კორტნი ჯონ ლოკის
დუეტს დაუპირისპირდებიან. ტურნირი 17 ივლისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ წელს მარტში ჩვენი ნაკრები დანიელებთან დამარცხდა და ახლა, ზიმბაბველების მსგავსად, ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

საქართველოს ნაკრები:
ნიკოლოზ ბასილაშვილი (121), გიორგი ცივაძე (1020), გიორგი ჯავახიშვილი (1493), ნოდარ ითონიშვილი, კაპიტანი დავით კვერნაძე).
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხომ გვაწვდი ვიღაცა ხარ ინფორმაციას, ხოდა ისიც დაწერე ბარეღამ, რომელ საათზეა, რა ღირს ბილეთი და ა.შ.
ობჩელი
12:27 16-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული