დევისის თასი: ზიმბაბვემ საქართველოს წყვილებში აჯობა და ანგარიშში დაწინაურდა

AutoSharing Option
დღეს, 16 ივლისს, "მზიურის" კორტებზე მიმდინარე დევისის თასის გათამაშების ევრო/აფრიკული მეორე ზონის სარელეგაციო პლეი-ოფში, საქართველოს და ზიმბაბვეს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებთა დაპირისპირება წყვილებში გაიმართა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნოდარ ითონიშვილი ბენჟამინ ლოკი-კორტნი ჯონ ლოკის დუეტს დაუპირისპირდნენ და მოგებული ორი სეტის შემდეგ, საბოლოოდ ანგარიშით 6:3, 6:3 6:7(6), 4:6, 4:6 დამარცხდნენ.

ამრიგად, საერთო ანგარიში გახდა 2:1, ზიმბაბვეს ნაკრების სასარგებლოდ.

ტურნირი 17 ივლისს, ორი მატჩით დასრულდება. 17 ივლისი. ნიკოლოზ ბასილაშვილი ბენჟამინ ლოკს დაუპირისპირდება, გიორგი ცივაძე - მარკ ფინს. საქართველოს ვაჟ ჩობურთელთა ნაკრებს ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად
დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება სჭირდება.

საქართველოს ნაკრები:
ნიკოლოზ ბასილაშვილი (121), გიორგი ცივაძე (1020), გიორგი ჯავახიშვილი (1493), ნოდარ ითონიშვილი, კაპიტანი დავით კვერნაძე).
მკითხველის კომენტარები / 2 /
უ მაგისოდ რა ვერ მოუგეთ
Givi
19:27 04-08-2016
0
მეტრეველი რატომ არაა ნაკრებში, დავიჯერო ცივაძე ჯობია?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული