დევისის თასი: საქართველომ II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ადგილი შეინარჩუნა

AutoSharing Option
"მზიურის" კორტებზე დევისის თასის გათამაშების ევრო/აფრიკული მეორე ზონის სარელეგაციო პლეი-ოფში, საქართველოს და ზიმბაბვეს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებთა დაპირისპირებაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 3:2.

ამით საქართველოს ნაკრებმა დევისის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

ტურნირი კვირას, 17 ივლისს, ორი მატჩით დასრულდა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბენჟამინ ლოკს ანგარიშით 6:3, 6:4, 6:2 მოუგო, ხოლო გიორგი ცივაძემ მარკ ფინს აჯობა - 6:3, 7:5, 6:3.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული