ჩეხმა ჩოგბურთელმა საკუთარ "ფეისბუქზე" მოუხადა ბოდიში გულშემატკივრებს:
"ძალიან ვწუხვარ ამ განცხადების გამო, მაგრამ მე მონაწილეობას არ მივიღებ 2016 წლის ოლიმპიადაში. ეს რთული გადაწყვეტილება იყო და მასზე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი.
ჩემი უარის მიზეზი ზიკას ვირუსია, რომელიც გავრცელებულია ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაში. არცთუ ისე დიდი ხნის წინ შევქმენი ოჯახი და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთო საკუთარი ახლობლების უსაფრთხოებისთვის".
ბერდიხს მიბაძა წლევანდელი უიმბლდონის ფინალისტმა მილოშ რაონიჩმა.
"დიდი ხნის
ასევე ორი სერიოზული დანაკლისი იქნება რიოს საჩოგბურთო ტურნირის ქალთა ბადეში. კერძოდ, უარი თქვეს ბრაზილიაში გამგზავრებაზე რუმინელმა სიმონა ჰალეპმა და ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"