ნახევარფინალში ჩვენებურის მეტოქე ტურნირის მე-6 ჩოგანი, სერბი დუშან ლაიოვიჩია, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 83-ე პოზიციაზეა. ბასილაშვილი მსოფლიოს 123-ე ჩოგანია.
კიტცბუელის ტურნირის ნახევარფინალში გასვლისთვის ჩვენებურმა 90 ქულა და 23,5 ათასი ევრო დაიბევა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი კარიერაში პირველად გავიდა ATP-ის ტურნირის ნახევარფინალში.