პრაღის ჩელენჯერზე მე-3 ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (112) მოულოდნელად დათმო მეოთხედფინალური მატჩი 19 წლის ჩეხ ზდენეკ კოლართან (288) - 3:6, 6:2, 6:7 (7:9).
თამაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, აქედან ნახევარი გადამწყვეტ სეტზე მოდის. ჩვენებური ძალიან სუსტად გამოიყურებოდა საკუთარ მოწოდებაზე.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი რიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს.