"შარაპოვას სასჯელის ვადა ერთ წლამდე უნდა შეამცირონ. თუ ეს ასე მოხდა, იანვარში ის მაინც ვერ მოასწრებს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს", - განაცხადა წყარომ, რომელიც ახლოს არის აღნიშნულ სიტუაციასთან.
ამ მომენტისთვის, რუსი ორწლიან დისკვალიფიკაციას იხდის აკრძალული პრეპარატის - მელდონიუმის გამოყენებისთვის. სასჯელის ვადის ათვლა 2016 წლის 26 იანვრიდან იწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"