US OPEN 2016. I დღე: რვა დანაკლისი განთესილებში და ერთი რეკორდი

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის პირველი დღე რვა განთესილი ჩოგბურთელისთვის აღმოჩნდა უიღბლო.

კაცებს შორის ორი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას: რიშარ გასკე (13) და მარტინ კლიჟანი (28), ქალებში კი ექვსი ასეთი ჩოგბურთელი იყო: ბარბორა სტრიკოვა (18), ირინა-კამელია ბეგუ (21), სარა ერანი (27), კოკო ვანდევეგე (28), მასაკი დოი (30) და მონიკა პუიგი (32).

გარდა ამისა, პირველ დღეს რეკორდიც დამყარდა: ბოლო მატჩი მედისონ კისსა და ელისონ რისკეს შორის ადგილობრივი დროით, ღამის 1:48-ზე დასრულდა.

ეს არის აშშ-ის ღიას ისტორიაში ქალთა მატჩის ყველაზე გვიანი დასასრული. წინა რეკორდი ელენა
დემენტიევასა და სამანტა სტოსურს ეკუთვნოდათ - 2010 წელს, საათი და 35 წუთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული