სერიოზული მეტოქე ჰყავდა სტენ ვავრინკას ესპანელი ფერნანდო ვერდასკოს სახით, თუმცა შვეიცარიელმა ზუსტად იგივე ანგარიშით მოიგო, როგორითაც დელ პოტრომ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სტენს პირველ სეტში მოუწია ტაი-ბრეიკის თამაში.
ჩეხი ლუკაშ როსოლი პერიოდულად ახერხებს ფავორიტებთან მატჩებში ბრძოლას, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, მან რაფაელ ნადალის დამარცხება
კეი ნიშიკორიმ არ დაუშვა შარშანდელი სიტუაცია, როცა პირველივე წრეში გამოეთიშა აშშ-ის ღიას, თუმცა, იაპონელს ერთი ჩავარდნა მაინც ჰქონდა გერმანელ ბენჯამინ ბეკერთან შეხვედრაში, კერძოდ, მესამე სეტი დათმო, თუმცა დანარჩენ პარტიებში მისი უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა.
სხვა მატჩები
- მამაკაცთა ბადეში ორ რუს ჩოგბურთელს შეეძლო მეორე წრის საგზურის მოპოვება, მაგრამ რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან. ევგენი დონსკოიმ პირველი ორი სეტი ძალიან იოლად მოუგო ამერიკელ სტივ ჯონსონს, მესამეში 5:2 იყო დაწინაურებული, ჰქონდა შვიდი მატჩბოლი, მაგრამ მაინც წააგო - 6:4, 6:1, 6:7(2), 3:6, 3:6!თეიმურაზ გაბაშვილმა კი მესამე და მეოთხე სეტებში მატჩზე ვერ ჩააწოდა და მანაც ხუთ სეტში წააგო იტალიელ ფაბიო ფონინისთან - 7:6(11), 6:3, 6:7(7), 5:7, 4:6.
- არასტაბილურია ამერიკელი სემ კუერი. ორი თვის წინ, მან უიმბლდონზე დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ახლა კი საშინაო "სლემზე" პირველივე წრეში წააგო მეორე სერბთან იანკო ტიპსარევიჩთან, რომელიც მხოლოდ 250-ეა რეიტინგში. იანკოსთვის ეს არის პირველი მოგება "დიდი სლემის" ტურნირებზე ბოლო ორი წლის განმავლობაში.
- ალექსანდრ ზვერევმა გერმანულ დერბიში დანიელ ბრანდსს მოუგო და მეორე წრეში თავის უფროს ძმას - მიხაილს შეუერთდა. ბოლოს, "დიდი სლემის" ტურნირის მეორე რაუნდში ძმები 2006 წელს გავიდნენ. ესენი იყვნენ ბელგიელები - კრისტოფ და ოლივიე ორჰუსები. აშშ-ის ღიაზე კი ასეთი რამ 1998 წლის შემდეგ არ მომხდარა - ძმები ბლეკების გარღვევის შემდეგ.
- დღის მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა 19 წლის ამერიკელმა ჯარედ დონალდსონმა, რომელმაც მსოფლიოს მე-14 ჩოგანი, ბელგიელი დავიდ გოფენი დაამარცხა.
ფოტო:
ფულიანი უიღბლოები
მამაკაცთა ბადეში სამმა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო მატჩების დასრულება ტრავმის გამო - ფილიპ კოლშრაიბერმა, ბორნა ჩორიჩმა და ალექსანდრ დოლგოპოლოვმა. მათ დაიწყეს თავიანთი მატჩები, მაგრამ შუა გზაში მიატოვეს საქმე. ასეთი თავგანწირვა გასაგებია - აშშ-ის ღია პირველობაზე პირველ წრეში წაგებულებს 43 ათასი დოლარი ეკუთვნით და ბუნებრივია, ჩოგბურთელები ასეთ მსუყე ჰონორარზე უარს არ იტყოდნენ. შედარებისთვის, 1979 წელს, ჯონ მაკინროიმ აშშ-ის ღიას მოგებისთვის 39 ათასი დოლარი მიიღო.
კაცები
I წრე
მარეი (ბრიტ, 2)-როსოლი (ჩეხ) 6:3, 6:2, 6:2
ვავრინკა (შვეიც, 3)-ვერდასკო (ესპ) 7:6(4), 6:4, 6:4
ნიშიკორი (იაპ, 6)-ბეკერი (გერ) 6:1, 6:1, 3:6, 6:3
ტიმი (ავსტრია, 8)-მილმენი (ავსტრა) 6:3, 2:6, 5:7, 6:4, 6:3
ფერერი (ესპ, 11)-დოლგოპოლოვი (უკრ) 6:5 უარი
დონალდსონი (აშშ)-გოფენი (ბელ, 12) 4:6, 7:5, 6:4, 6:0
კირგიოსი (ავსტრა, 14)-ბედენე (ბრიტ) 6:4, 6:4, 6:4
ფ. ლოპესი (ესპ, 16)-ჩორიჩი (ხორ) 3:4 უარი
ძუმჰური (ბოს)-ტომიჩი (ავსტრა, 17) 6:4, 6:3, 4:6, 7:6(0)
ჯონსონი (აშშ, 19)-დონსკოი (რუს) 4:6, 1:6, 7:6(2), 6:3, 6:3
კარლოვიჩი (ხორ, 21)-ლუ (ტაივ) 4:6, 7:6(4), 6:7(4), 7:6(5), 7:5
დიმიტროვი (ბულ, 22)-სერვანტესი (ესპ) 6:2, 6:4, 7:6(7)
მაუ (საფ)-კოლშრაიბერი (გერ, 25) 6:3, 7:5, 1:0 უარი
ა. ზვერევი (გერ, 27)-ბრანდსი (გერ) 3:6, 6:1, 6:4, 7:6(4)
ტიპსარევიჩი (სერ)-კუერი (აშშ, 29) 7:6(4), 6:7(0), 6:3, 6:3
სიმონი (საფ, 30)-შტეპანეკი (ჩეხ) 6:3, 6:1, 6:4
ბერანკისი (ლიტ)-ჟაზირი (ტუნ) 3:6, 7:6(3), 6:4, 6:2
კარენო ბუსტა (ესპ)-ივაშკა (ბლრ) 6:0, 7:5, 6:2
დელ პოტრო (არგ)-შვარცმანი (არგ) 6:4, 6:4, 7:6(3)
ფონინი (იტა)-გაბაშვილი (რუს) 6:7(9), 3:6, 7:6(5), 7:5, 6:4
სებალიოსი (არგ)-ფ. მაიერი (გერ) 6:3, 6:4, 7:6(7)
მარჩენკო (უკრ)-დოდიგი (ხორ) 6:3, 6:4, 6:7(4), 7:5
ევანსი (ბრიტ)-რამი (აშშ) 6:2, 4:6, 7:5, 6:1
ჯანესი (იტა)-კუდლა (აშშ) 0:6, 6:4, 6:1, 1:6, 6:0
ხაჩანოვი (რუს)-ფაბიანო (იტა) 6:3, 6:3, 4:6, 6:3
მატიო (საფ)-კ. ჰარისონი (აშშ) 6:0, 6:2, 6:1
იანგი (აშშ)-შტრუფი (გერ) 6:3, 7:5, 4:6, 7:5
ტროიცკი (სერ)-ალბოტი (მაკ) 5:7, 3:6, 6:4, 6:4, 7:6(5)
სოუზა (პორ)-ესტრელია ბურგოსი (ესპ) 6:0, 6:1, 6:1
შარდი (საფ)-მოჰი (აშშ) 6:4, 6:4, 6:1
ლორენცი (იტა)-ბერლოკი (არგ) 6:4, 6:2, 6:1
გრანოლერსი (ესპ)-მონაკო (არგ) 7:6(5), 7:6(2), 6:4
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"