US OPEN 2016. III დღე: ჯოკოვიჩმა ზედმეტად დაისვენა

AutoSharing Option
აშშ-ის ღიას მესამე დღემ მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის გარეშე ჩაიარა.

სერბ ჩოგბურთელს დამატებითი დასვენების დღე გამოუვიდა, რადგან მისმა მეტოქემ, ჩეხმა ირჟი ვესელიმ მეორე წრეში მხარის ტრავმის გამო ვერ შეძლო კორტზე გასვლა.

არადა, ეს მატჩი ინტერესს იწვევდა, რადგან წელს, მონტე კარლოს "მასტერსზე" ვესელის დამარცხებული ჰყავდა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი.

ასე რომ, ნოვაკს ხვალ უნდა ველოდოთ კორტზე, უკვე მესამე წრის შეხვედრაში. მისი მეტოქე რუსი მიხაილ იუჟნი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული