სერბ ჩოგბურთელს დამატებითი დასვენების დღე გამოუვიდა, რადგან მისმა მეტოქემ, ჩეხმა ირჟი ვესელიმ მეორე წრეში მხარის ტრავმის გამო ვერ შეძლო კორტზე გასვლა.
არადა, ეს მატჩი ინტერესს იწვევდა, რადგან წელს, მონტე კარლოს "მასტერსზე" ვესელის დამარცხებული ჰყავდა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი.
ასე რომ, ნოვაკს ხვალ უნდა ველოდოთ კორტზე, უკვე მესამე წრის შეხვედრაში. მისი მეტოქე რუსი მიხაილ იუჟნი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"