US OPEN 2016. III დღე: გულწასული კონტა

AutoSharing Option
კინაღამ ტრაგედია მოხდა ქალთა ტურნირზე იოჰანა კონტასა და ცვეტანა პირონკოვას შეხვედრაში. მეორე სეტის დროს, როცა ანგარიში 5:6 იყო, ბრიტანელმა ჩოგბურთელმა თავი ცუდად იგრძნო, კორტზე დაწვა და დახმარება მოითხოვა. ექიმები კარგა ხანი ვერ მიხვდნენ კონტას პრობლემების მიზეზს და მათი დახმარება 15 წუთი გაგრძელდა.

ისე ჩანდა, რომ იოჰანა თამაშის გაგრძელებას ვერ მოახერხებდა, მაგრამ ის გრძნობაზე მაინც მოიყვანეს. მართალია, ბრიტანელმა წააგო მეორე სეტი, მაგრამ მესამეში ხასიათი გამოავლინა და შეძლო მატჩის მოგება - 6:2, 5:7, 6:2.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კონტას გულის წასვლის მიზეზი ჩახუთული
ჰაერი და ნიუიორკული სიცხე იყო.

სხვათა შორის, პრობლემა ჰქონდა ჯონ ისნერსაც, ოღონდ მას ტერფი და მუხლი აწუხებდა. ამერიკელის კოზირი კორტზე სწრაფი გადაადგილება არასოდეს ყოფილა, ამიტომაც, მშველელად ისევ ეისები მოევლინა, რომელიც 38 დააგროვა და ოთხ სეტში დაამარცხა ბელგიელი სტივ დარცისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული