ჩოგბურთელები ძალიან სწრაფად და მძლავრად თამაშობდნენ და ეს ყველაფერი ნაკლებად ჰგავდა ქალთა ჩოგბურთს. კვიტოვა, როგორც ყოველთვის, ბევრს უტევდა (32 "ვინერსი" მეტოქის რვა "ვინერსის" წინააღმდეგ), კერბერი კი უკანა ხაზზე იცავდა თავს. გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა უნებლიე შეცდომების რაოდენობა, რომელიც პეტრას ძალიან ბევრი აღმოაჩნდა - 43.
კერბერი გაცილებით სუფთად თამაშობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ კვიტოვას 2011 წლის შემდეგ არ მოუგია "დიდი სლემის" ტურნირებზე ტოპ-ათეულის მოთამაშეებისთვის.
კერბერის გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ სერენა
აპენინელის მეტოქე უკრაინელი ლესია ცურენკო იყო, რომელსაც ვინჩიმ წელს, დოჰას ტურნირზე მხოლოდ სამი სეტი დაუთმო. რობერტას შეეძლო ახლაც გაენადგურებინა მეტოქე, როცა პირველ სეტში 3:1 წაიყვანა ანგარიში და ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ზედიზედ სამი გეიმი წააგო და მხოლოდ ტაი-ბრეიკზე მიაღწია მიზანს. მეორე სეტი უკრაინელმა ბრეიკით დაიწყო, იგებდა თავის მოწოდებას - 40:15, მაგრამ უპირატესობა ვერ გაამყარა და პირწმინდად დათმო პარტია - 6:7(5), 2:6.
დღის გმირი
ლატვიელი ანასტასია სევასტოვა, რომელმაც 2015 წელს, ორწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა კარიერა, "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ჯერჯერობით, ეს არის აშშ-ის ღიას მთავარი სენსაცია. გარბინ მუგურუსას ძლევის შემდეგ, ბალტიისპირელმა მე-3 ნომრად განთესილ იოჰანა კონტასაც აჯობა - 6:4, 7:5.აღსანიშნავია, რომ სევასტოვამ ორივე პარტიაში სეტზე ვერ ჩააწოდა, მაგრამ მეტოქის მოწოდებაზე აღწევდა წარმატებას. სეტები ერთმანეთს სცენარითაც ჰგავდნენ - კონტა ორჯერ აგებდა სამი გეიმის სხვაობით, ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, რის შემდეგაც, საკუთარი გეიმი დაუთმო მეტოქეს.
სევასტოვა პირველი ლატვიელია 1994 წლის შემდეგ, ვინც "დიდი სლემის" მეოთხედფინალში ითამაშებს. ბოლოს ასეთი წარმატება ლარისა ნეილანდს ჰქონდა. ანასტასია ნახევარფინალში გასასვლელად კაროლინ ვოზნიაცკის შეხვდება, რომლის ჯადოსნური აღორძინება გრძელდება ნიუ იორკის კორტებზე.
ერთ დროს მსოფლიოს პირველი ნომერი, რომელიც ახლა 74-ეა რეიტინგში, ძალიან სუფთად თამაშობდა და მხოლოდ შვიდი უნებლიე შეცდომა დაუშვა ამერიკელ მედისონ კისის წინააღმდეგ. ამან ორ სეტში გამარჯვება - 6:3, 6:4 და 2014 წლის შემდეგ, "დიდი სლემის" ტურნირზე პირველი მეოთხედფინალი მოუტანა.
ქალები
1/8 ფინალი
ვოზნიაცკი (დან)-კისი (აშშ, 8) 6:3, 6:4
სევასტოვა (ლატ)-კონტა (ბრიტ, 13) 6:4, 7:5
ვინჩი (იტა, 7)-ცურენკო (უკრ) 7:6(5), 6:2
კერბერი (გერ, 2)-კვიტოვა (ჩეხ, 14) 6:3, 7:5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"