ლესბოსელები ტურში - კონის და ტარას ქორწილი

AutoSharing Option
ქალთა პროფესიულ ტურში მოთამაშე ჩოგბურთელებმა - კონი პერინმა (შვეიცარია) და ტარა მურმა (ბრიტანეთი) მომავალი ქორწინების შესახებ გამოაცხადეს. ამის შესახებ პერინმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა.

"ის ყოველ დღეს განსაკუთრებულად აქცევს, მაგრამ დღეს უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა: მე თანხმობა ვუთხარი", - დაწერა ჩოგბურთელმა.

ეს იქნება პირველი ერთსქესიანი ქორწინება ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის ისტორიაში.

25 წლის პერინი 245-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს კლასიფიკაციაში, 24 წლის მური კი 171-ე ნომერია. ჩოგბურთელები წყვილებში ერთად გამოდიან და დუეტების რეიტინგში მეორე ასეულში იმყოფებიან.

2014 წელს, ერთსქესიან ქორწინებაში შევიდნენ ლეგენდარული ჩოგბურთელი
მარტინა ნავრატილოვა და ყოფილი რუსი მოდელი, "მის სსრკ-1990" იულია ლემიგოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მსიამოვნებს მათი დანახვა.
გოგა
13:45 06-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული