ახალი რეიტინგი: ნიკოლოზ ბასილაშვილი 7 პოზიციით დაქვეითდა

AutoSharing Option
გუშინ, 12 სექტემბერს, ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი 7 საფეხურით დაქვეითდა. ჩვენებური 558 ქულით მსოფლიოს 109-ე ჩოგანია. ეს დაქვეითება ამერიკის ღია პირველობაზე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე და ასევე, ოლიმპიადაზე პირველივე შეხვედრაში მარცხმა გამოიწვია. ბასილაშვილის საუკეთესო მიღწევა ერთეულთა თანრიგში 86-ე პოზიციაა (2015 წლის ოქტომბერში).

ქალებში ერთი პოზიციით დაწინაურდა სოფია შაფათავა, რომელიც 225 ქულით რეიტინგში 229-ეა. 24 პოზიციით დაწინაურდა მარიამ ბოლქვაძე - 64 ქულით ბოლქვაძე რეიტინგში 475 პოზიციაზეა, ეკატერინე გორგოძე კი ისევ 255-ეა.

ვაჟებში პირველობა  შეინარჩუნა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ქალებში კი
პირველ ადგილზე, რომელსაც 2013 თებერვლიდან მოყოლებული სერენა უილიამსი არავის უთმობდა, ანჟელიკ კერბერია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოლიმპიადა არ შედის კვაფიკაციაში. რაღაც მაინც გაარკვიეთ სანამ დაწერთ
ჯონდო
21:09 13-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული