გუშინ, 12 სექტემბერს, ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც
ნიკოლოზ ბასილაშვილი 7 საფეხურით დაქვეითდა. ჩვენებური 558 ქულით მსოფლიოს 109-ე ჩოგანია. ეს დაქვეითება ამერიკის ღია პირველობაზე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე და ასევე, ოლიმპიადაზე პირველივე შეხვედრაში მარცხმა გამოიწვია. ბასილაშვილის საუკეთესო მიღწევა ერთეულთა თანრიგში 86-ე პოზიციაა (2015 წლის ოქტომბერში).
ქალებში ერთი პოზიციით დაწინაურდა
სოფია შაფათავა, რომელიც 225 ქულით რეიტინგში 229-ეა. 24 პოზიციით დაწინაურდა
მარიამ ბოლქვაძე - 64 ქულით ბოლქვაძე რეიტინგში 475 პოზიციაზეა,
ეკატერინე გორგოძე კი ისევ 255-ეა.
ვაჟებში პირველობა შეინარჩუნა სერბმა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ქალებში კი
პირველ ადგილზე, რომელსაც 2013 თებერვლიდან მოყოლებული
სერენა უილიამსი არავის უთმობდა,
ანჟელიკ კერბერია.