რეიტინგი: ახალი პირველი ანჟელიკ კერბერი

AutoSharing Option
ანჟელიკ კერბერი რიგით 22-ე პირველი ჩოგანია რეიტინგის არსებობის ისტორიაში. ზაფხულში ბრწყინვალე გამოსვლის წყალობით, მან არა მხოლოდ შეძლო სერენა უილიამსის გასწრება, არამედ მთელი 1680 ქულით ჩამოიტოვა უკან ამერიკელი.

კაროლინა პლიშკოვა, რომელიც აქამდე არასოდეს გასულა "დიდი სლემის" ტურნირებში მესამე წრეზე შორს, ერთბაშად ფინალში მოხვდა. 1300 ქულის წყალობით, ჩეხი მე-11 ადგილიდან მეექვსეზე გადავიდა. მანამდე მისი პირადი რეკორდი მეშვიდე პოზიცია იყო. სხვათა შორის, "ჩემპიონთა რბოლაში" პლიშკოვა მეოთხე ადგილზეა და თითქმის 100 პროცენტით ითამაშებს სინგაპურში წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

ასევე შევიდა პირველ ათეულში კარლა სუარეს ნავარო.
შარშან, ესპანელს ამ პერიოდში ბევრი წარუმატებლობა ჰქონდა, ასე რომ, ქულების დაგროვება მისთვის იოლია. კარლა მერვე ჩოგანი გახდა.

ტოპ-ათეული დატოვეს რობერტა ვინჩიმ და ვიქტორია აზარენკამ. იტალიელმა ვერ შეძლო შარშანდელი ფინალისთვის ქულების დაცვა. ბელარუსი კი ფეხმძიმობის გამო აღარ თამაშობს ტურში და ჩამოაკლდა ქულები შარშანდელი მეოთხედფინალისთვის.

აშშ-ის ღიას ნახევარფინალისტს კაროლინ ვოზნიაცკის მთელი სეზონის განმავლობაში 500-ზე ნაკლები ქულა ჰქონდა მოპოვებული, ახლა კი 780 ქულა მიიღო და 74-დან და 29-ე ადგილამდე ავიდა. ნიუ იორკის მოულოდნელი მეოთხედფინალისტი, ლატვიელი ანასტასია სევასტოვა 32-ე ჩოგანი გახდა.

ბალტიისპირელმა რამდენიმე წლის წინ დაასრულა კარიერა და პაუზამდე მისი რეკორდი 36-ე ადგილი იყო. ასევე მეოთხედფინალში იყო 18 წლის ანა კონიუჰი, რომელმაც 40 პოზიცია მოიგო და 52-ე ადგილზეა.

WTA. TOP10
1(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) 8 730
2(1). სერენა უილიამსი (აშშ) 7 050
3(3). გარბინ მუგურუსა (ესპ) 5 830
4(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 815
5(5). სიმონა ჰალეპი (რუმ) 4 801
6(11). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 4 425
7(6). ვინუს უილიამსი (აშშ) 3 815
8(12). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 320
9(9). მედისონ კისი (აშშ) 3 286
10(10). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 3 250

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული