რეიტინგი: ახალი ხუთეული

AutoSharing Option
აშშ-ის ღია პირველობა მამაკაცებს შორის სტენ ვავრინკამ მოიგო, რომელიც მთელი სეზონი მოკრძალებულად გამოიყურებოდა და ნიუ იორკის ნახევარფინალამდე არ ჰქონდა მოგება TOP10-ის წარმომადგენლებთან. სტენმა კარიერაში მესამე "სლემი" მოიგო და გაიმყარა პოზიციები რეიტინგის მესამე საფეხურზე. გარდა ამისა, შვეიცარიელმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება გაინაღდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ფინალამდე მივიდა, მაგრამ ტიტული ვერ დაიცვა. მეოთხედფინალისტმა ენდი მარეიმ გააუმჯობესა შარშანდელი შედეგი და სხვაობა სერბთან 4955 ქულამდე დაიყვანა, რაც ჯერ ისევ ბევრია.

სეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ, როჯერ ფედერერმა დაკარგა ქულები შარშანდელი ფინალისთვის და მეშვიდე პოზიციამდე დაეშვა.
ორწლინახევრის წინ, როჯერი მერვე ჩოგანი იყო, მაგრამ TOP8-ის ქვემოთ 14 წელია არ ყოფილა. მისი მეოთხე ადგილი რაფაელ ნადალმა დაიკავა, მეხუთე ადგილზე კი აშშ-ის ღიას ნახევარფინალისტი კეი ნიშიკორი გადავიდა.

მეორე ნახევარფინალისტი გაელ მონფილსი TOP10-ში დაბრუნდა - პირველად 2011 წლის ნოემბრის შემდეგ. ფრანგმა ათეულიდან მარინ ჩილიჩი გააგდო.

ხუან მარტინ დელ პოტროს მალე აღარ დასჭირდება ტურნირებზე სპეციალური მიწვევები. მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, არგენტინელი 78 პოზიციით წინ გადავიდა და 64-ე ჩოგანი გახდა. რაფაელ ნადალის მძლეველი ლუკა პუიე ტოპ-ოცეულში შევიდა. გარდა ამისა, 37 წლის ივო კარლოვიჩს ისევ ვხედავთ საუკეთესო 20 ჩოგბურთელს შორის.

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 14 040
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 9 485
3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 260
4(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 940
5(7). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 875
6(6). მილოშ რაონიჩი (კან) 4 760
7(4). როჯერ ფედერერი (შვეიც) 3 745
8(12). გაელ მონფილსი (საფ) 3 545
9(8). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 3 390
10(10). დომინიკ ტიმი (ავსტრი) 3 295

როჯერ ფედერერმა ხუთეულში ადგილი დაკარგა

სტენ ვავრინკა,როჯერ ფედერერი,ნოვაკ ჯოკოვიჩი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული