და ჩოგბურთელებმა, ისევ აჩუქეს მაყურებელს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი მატჩი. შეხვედრა 5 საათი და 7 წუთი გაგრძელდა და არგენტინელმა შეწყვიტა დევისის თასიზე ენდის 14-მატჩიანი მოგებათა სერია. სხვათა შორის, დელ პოტროს ამ სეზონში რეიტინგის პირველი ოთხეულის ყველა წევრთან მოგება დაუგროვდა (ჯოკოვიჩი, მარეი, ვავრინკა, ნადალი). პარასკევს, ხუან მარტინს მხარი აუბა პეიამ, რომელმაც ედმუნდი დაამრაცხა.
მარეი და დელ პოტრო მეორე დღეს, წყვილების მატჩშიც გამოჩდნენ კორტზე. მასპინძლებს უკან დასახევი
ძმებმა მარეებმა მოიგეს წყვილების შეხვედრა, შაბათს კი ენდიმ პეია დაამარცხა და გადამწყვეტი გახდა ბოლო შეხვედრა, რომელშიც ახალი მოთამაშეები გამოჩდნენ: ბრიტანელთა მხრიდან ევანსი, არგენტინელების მხრიდან - ლეონარდო მაიერი.
ევანსს აშშ-ის ღიაზე მატჩბოლი ჰქონდა მომავალ ჩემპიონთან სტენ ვავრინკასთან მატჩში, მაიერის წინააღმდეგ კი მხოლოდ პირველი სეტი ჩაატარა კარგად, რის შემდეგაც, უპირატესობა არგენტინელის მხარეს გადავიდა. მომდევნო სამი სეტის განმავლობაში, ევანსს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. ლეომ ღირსეულად შეცვალა დელ პოტრო.
არგენტინის ნაკრებისთვის ეს არის მეხუთე ფინალი დევისის თასზე, ამასთან, წინა ოთხი წაგებული აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდმა წელს, ყველა მატჩი სტუმრად ჩაატარა.
* * *
მეორე ნახევარფინალში ხორვატია საფრანგეთს მასპინძლობდა. წინა მატჩთან შედარებით, ფრანგებმა ნახევარი შემადგენლობა შეცვალეს. მონფილსისა და ცონგას ნაცვლად, განაცხადში აღმოჩდნენ პუიე და გასკე. პუიემ შესანიშნავად ითამაშა უიმბლდონსა და აშშ-ის ღიაზე და მისი ნაკრებში გამოჩენა გუნდის გაძლიერებას ნიშნავდა, რაც შეეხება გასკეს, მისი სათამაშო ფორმა კითხვის ნიშნებს აჩენდა, რადგან ტრავმის გამო, ბევრი გაუცდა. თუმცა, რიშარმა ჩორიჩის დამარცხებით გახსნა ეს ნახევარფინალი.
მაგრამ შემდეგ სერიოზულად მიხედა საქმეს ცინცინატის "მასტერსის" ჩემპიონმა მარინ ჩილიჩმა. მან ჯერ პუიე დაამარცხა, შემდეგ დოდიგთან დუეტში მსოფლიოს საუკეთესო წყვილს (ერბერი/მაუ) მოუგო, კვირას კი სამ პარტიაში სძლია გასკეს და ხორვატია ფინალში გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ წინა მატჩებში ჩილიჩი ვერ ახერხებდა სამი თამაშის მოგებას და გადამწყვეტი ქულა ნაკრებისთვის ჩორიჩს მოჰქონდა.
ხორვატია 2005 წლის შემდეგ, პირველად გავიდა დევისის თასის ფინალში (სულ მეორედ). გადამწყვეტ შეხვედრას ეს გუნდი საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.
1/2 ფინალი
ბრიტანეთი-არგენტინა 2:3
ხორვატია-საფრანგეთი 3:2
პლეი ოფი
ავსტრალია-სლოვაკეთი 3:0
იაპონია-უკრაინა 5:0
უზბეკეთი-შვეიცარია 2:3
გერმანია-პოლონეთი 3:2
ინდოეთი-ესპანეთი 0:5
ბელგია-ბრაზილია 4:0
კანადა-ჩილე 5:0
რუსეთი-ყაზახეთი 3:1
საგაისოდ სეზონი დაკომპლექტდა
პარალელურად, გაიმართა მსოფლიოს ჯგუფის პლეი ოფის მატჩები.უზბეკეთის ნაკრები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მეოთხედ თამაშობდა პლეი ოფში და ამჯერად, ყველაზე კარგი შანსი ჰქონდა ელიტაში შესასვლელად. ტაშკენტში შვეიცარიის მეორე შემადგენლობა ჩავიდა - არ იყვნენ არც ფედერერი, არც ვავრინკა და არც ჩიუდინელი.
უზბეკების ლიდერმა ისტომინმა ორივე ერთეულთა მატჩი მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 2:2-ზე, ბოლო შეხვედრაში რეიტინგის მეხუთე ასეულის წევრს ანტუან ბელიეს იუნიორებს შორის მერვე ნომერი ჯურაბეკ ქარიმოვი ხვდებოდა. მას ჯერ ნაკლები გამოცდილება აქვს "დიდების" ჩოგბურთში და მხოლოდ ის მოახერხა, რომ 1:5-დან გადაარჩინა მესამე სეტი. შვეიცარიამ თავისი ლიდერების გარეშე შეინარჩუნა ადგილი მსოფლიოს ჯგუფში.
* * *
სტუმრად ბელგიაში, ჰარდის კორტზე ბრაზილიამ უშანსოდ წააგო. სტუმრებმა წყვილების მატჩიც ვერ მოიგეს, არადა, მათ რიგებში გამოდიოდნენ დუეტებში მსოფლიოს პირველი ნომერი მარსელო მელო და აშშ-ის ღია ჩემპიონი წყვილებში ბრუნო სუარეში. შარშანდელმა ფინალისტმა ბელგიამ 4:0 მოიგო.
* * *
ავსტრალიამ 3:0 დაამარცხა სლოვაკეთი, რაც მოსალოდნელი იყო სტუმრების მოკრძალებული შემადგენლობიდან გამომდინარე. ტომიჩმა და კირგიოსმა, ამჯერად, სკანდალების გარეშე ითამაშეს. აღვნიშნავთ, რომ ეს იყო დევისის თასზე კაპიტნის რანგში ლეიტონ ჰიუიტის პირველი მოგება. კვირას, ორი მატჩი წვიმის გამო არ ჩატარდა.
* * *
კანადამ ბოლო მომენტში დაკარგა თავისი ლიდერი მილოშ რაინოჩი, თუმცა ამ გუნდს სტუმრობდა ჩილეს ნაკრები, რომლის რიგებში არ იყო TOP150-ის არც ერთი ჩოგბურთელი. ამიტომაც, პოსპიშილსა და დანჩევიჩს არ გასჭირვებიათ ვადაზე ადრე გამარჯვების მოპოვება. კვირას, კანადელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა 17 წლის დენის შაპოვალოვს.
* * *
ესპანეთს მოენატრა მსოფლიოს ჯგუფში თამაში, ამიტომაც, ინდოეთში საბრძოლო შემადგენლობა ჩაიყვანა - ნადალი, ორი ლოპესი და ფერერი. თუმცა, რაფაელს ერთეულებში არ უთამაშია - მაჯას გაუფრთხილდა, სამაგიეროდ, წყვილებში გავიდა კორტზე, თან მარკ ლოპესთან ერთად. ამ დუეტმა რიოში ოქროს მედალი მოიპოვა. მარკმა და რაფაელმა ხელი შეუშალეს პაესს რეკორდის დამყარებაში. ლეანდერს დევისის თასზე წყვილებში 52 მოგება დარჩა. ამდენივე აქვს ნიკოლა პიეტრანჯელის.
* * *
პოლონელთა შემადგენლობა იოლი გამარჯვების შანსს აძლევდა გერმანიას. და მასპინძლებმა მოიგეს პირველ დღეს ორივე მატჩი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეტი ორივე შემთხვევაში დათმეს. წყვილთა მატჩსაც ბრანდსისა და მაზურის წყვილი 2:0-ს იგებდა. საქმე მშვიდ და იოლ მოგებამდე მიდიოდა, მაგრამ კუბოტმა და მატკოვსკიმ შეძლეს თამაშის გადარჩენა.
კვირას, მაიხშაკმა მოულოდნელად ფლორიან მაიერს მოუგო და ანგარიში გათანაბრდა - 2:2. საქმე გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, თუმცა იქ შტრუფმა სამ სეტში მოუგო ჰურკაჩს.
* * *
იაპონიის ნაკრები კარგი დონის გუნდად ყალიბდება. ყოველ შემთხვევაში, მან "მშრალი" ანგარიშით დაამარცხა უკრაინა, თან ისე, რომ ერთეულებში არ ათამაშა თავისი ლიდერი კეი ნიშიკორი. პირველ დღეს, ნიშიოკამ და დანიელმა ორი ქულა აიღეს მასპინძლებისთვის, შაბათს კი ნიშიოკრიმ წყვილებში ითამაშა და გამარჯვების ქულა მოუტანა თავის გუნდს.