ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი მეცის ტურნირის ძირითად ბადეშია

AutoSharing Option
საფრანგეთის ქალაქ მეცში დაიწყო ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 520.070 ევრო), რომელშიც თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება.

სტარტზე მან "ველური ბარათის" მქონე მასპინძელი უგო შოტი დაამარცხა - 6:1, 6:1.

19 სექტემბერს მეორე წრეში ესპანელი რობერტო ორტეგა-ოლმედოს მძლეველს (6:3, 3:6, 6:1), მე-7 ნომრად განთესილ ფრანგ კონსტანტ ლესტიეს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ მასპინძელმა კორტზე გასვლა ვერ შეძლო და ჩვენებური უბრძოლველად გავიდა ძირითად ბადეში, სა
დაც პირველ ორთაბრძოლას დღეს, 20 სექტემბერს გამართავს.

ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციის განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი სამი საფეხურით დაწინაურდა და ახლა 558 ქულით 106-ე ადგილზეა. დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია:

ვაჟები
ერთეულები. 306 (306). ალექსანდრე მეტრეველი (161), 857 (858). გიორგი ცივაძე (20), 1633 (1648). გიორგი ჯავახიშვილი (2), 1748 (1757). ალექსანდრე ბაკში (1), 1748 (1757). შოთა მეფარიძე (1).

ქალები
ერთეულები. 235 (228). სოფიო შაფათავა (212), 261 (255). ეკატერინე გორგოძე (185), 464 (475). მარიამ ბოლქვაძე (68), 496 (478). სოფიო ქვაცაბაია (60), 1040 (1060). ანა შანიძე (8), 1084 (1080). ოქსანა კალაშნიკოვა (6).

წყვილები. 50 (51). ოქსანა კალაშნიკოვა (1550), სოფიო შაფათავა (459), ეკატერინე გორგოძე (270), 360 (373). სოფიო
ქვაცაბაია (141), 580 (578). მარიამ ბოლქვაძე (62), 713. თათია მიქაძე (37), 1081 (898). ანა შანიძე (11), 1261. ლანა კენჭიაშვილი (3).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული