მსოფლიოს 106-ე ჩოგანმა წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ბატალიები. დღეს კი ძირითადი ბადის პირველ წრეში ასევე საკვალიფიკაციოდან გამოსული მასპინძელი გრეგუარ ბარერი (202) დაამარცხა - 5:7, 7:5, 6:2. ორთაბრძოლა ჯამში ორ საათს გაგრძელდა.
მერვედფინალში ბასილაშვილი მე-6 ნომრად განთესილ ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს ხვდება, რომელიც მსოფლიოს 37-ე ჩოგანია.
ჩვენებურმა უკვე დაიბევა 32 სარეიტინგო ქულა (20 მერვედფინალში გასვლისთვის, 12 კვალიფიკაციის მოგებისთვის).