დოპინგი: WADA თავს იმართლებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს თავმჯდომარემ კრეიგ რიდიმ კომენტარი გაუკეთა ჰაკერების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც ამ ორგანიზაციის მონაცემთა ბაზიდან იყო მოპარული. ამ დოკუმენტების თანახმად გაირკვა, რომ თანამედროვე სპორტის ბევრი ვარსკვლავი ლეგალურად იყენებდა აკრძალულ პრეპარატებს, რადგან ე. წ. თერაპიული გამონაკლისი ჰქონდათ დოპინგის მიღებაზე.

"ჰაკერების შეტევები აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან სააშკარაოზე გამოაქვთ მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული ინფორმაცია ათლეტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს უნდა შეწყდეს. თერაპიული გამონაკლისის პროგრამა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ეს არის ბალანსი, რომელიც არაჯანმრთელ სპორტსმენებს ტურნირებზე გამოსვლის საშუალებას აძლევს.

და
ჩვენ მაქსიმალურად ვამოწმებთ, რომ ვინმემ არ მოგვატყუოს. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის ამოცანა. არსებობს თუ არა დოკუმენტების გაყალბების შესაძლებლობა? ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ კარგად გვაქვს აწყობილი თერაპიული გამონაკლისის გაცემის პროცედურა", - ამბობს რიდი.

ამასობაში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ ფინანსირების გაზრდა მოითხოვა, რათა გამოძიება გააგრძელოს და მიიღოს კოდექსთან შეუსაბამო ორგანიზაციის დაჯარიმების უფლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული