"სამწუხაროა, მაგრამ არ შემიძლია წელს პეკინში თამაში. ჯერ ვერ მოვირჩინე მაჯის ტრავმა და ექიმებისგან მივიღე რეკომენდაცია - არ გამოვიდე ტურნირებზე იქამდე, სანამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
პეკინის ტურნირი ერთ-ერთი საყვარელია ჩემთვის. იქ დიდ წარმატებას მივაღწიე - ექვსჯერ მოვახერხე ტიტულის მოგება. მიყვარს ჩინელი გულშემატკივრების წინაშე თამაში და მოუთმენლად ველოდები აქ დაბრუნებას", - მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდს.
მართლაც, პეკინის ტურნირის ბოლო
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ჯოკოვიჩმა აზიის ტურნირების სერიაში გამოსვლის მზადყოფნა გამოთქვა იმის მიუხედავად, რომ ჩოგბურთისგან ძველებურად სიამოვნებას ვეღარ იღებს.
პეკინის ტურნირი 3-9 ოქტომბერს გაიმართება. მისი საპრიზო ფონდია 2.1 მილიონი დოლარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"