ჩინეთის ღია პირველობა: კალაშნიკოვა დარჩა, ბასილაშვილი - ვერა

AutoSharing Option
პეკინში დაიწყო ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა ჩინეთის ღია პირველობა, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელი ჩაება.

ქალთა წყვილებში წარმატებით აიღო სტარტი თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ (რეიტინგით 49-ე), რომელიც ესპანელ ლარა არუაბარენასთან (61-ე) არის შეამხანაგებული.

ქართულ-ესპანურ დუეტს სტარტზე მრისხანე მეტოქეები ჰყავდა: წყვილთა კლასიფიკაციაში მეთერთმეტე და მეთორმეტე ადგილებზე მყოფი ჩეხები - ანდრეა ჰლავაჩკოვა და ლუსი ჰრადესკა. ოქსანამ და ლარამ პირველი ხელი 4:6 დათმეს, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი სეტი მოიგეს - 6:4, 10:8 და მეორე წრეში გავიდნენ, სადაც სლოვენიელებთან - ანდრეა კლეპაჩსა (28-ე) და კატარინა სრებოტიკთან (26-ე) გაარკვევენ
ურთიერთობას.

გუშინ ანდრეამ და კატარინამ ამერიკელები - ატავო და სპირსი (ორივე - მე-19) ჩამოიშორეს გზიდან - 4:6, 6:2, 10:4.

ვაჟთა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდიდა ძალებს ნიკოლოზ ბასილაშვილი (103-ე). პირველ წრეში მან სერბი დუშან ლაიოვიჩი (73-ე) დაამარცხა - 6:7, 7:5, 6:4.

გუშინ ჩვენებური 27 წლის ავსტრალიელ ჯონ მილმანს (66-ე) შეხვდა. შარშან, 31 მარტს ისრაელში ბასილაშვილმა მწვანე კონტინენტის წარმომადგენელს ორ სეტში აჯობა - 6:3, 6:1. პეკინშიც პირველი ხელი დაძაბულ პაექრობაში, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ქართველმა ჩოგბურთელმა მოიგო - 7:6, მაგრამ მეორე სეტი სულ რაღაც 25 წუთში დათმო 1:6.

ბასილაშვილმა ვერც გადამწყვეტ სეტში მოახერხა მობილიზება - 4:6 დამარცხდა და შეჯიბრებას დაემშვიდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული