ნოვაკ ჯოკოვიჩს როლან გაროსი არ უნდა მოეგო

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ახალი განცხადება გააკეთა თავისი კარიერის ამჟამინდელ ეტაპზე.

"ბოლო პერიოდში ზეწოლა ვიგრძენი. როლან გაროსზე გამარჯვების შემდეგ, ყველა ალაპარაკდა ისტორიულ მიღწევაზე, კალენდარულ "დიდ სლემზე". მოსვენება არ მქონდა.

უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლა ვიგრძენი. დღეს, აღარ ვფიქრობ რეიტინგსა და ტიტულებზე. თუ წარმატება მექნება, ძალიან გამიხარდება. ბოლოს და ბოლოს, ჩოგბურთი - ერთადერთი არ არის ამ საინტერესო სამყაროში", - განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა Tennis World USA-თან კომენტარში.

ივნისის დასაწყისში, ჯოკოვიჩმა მეხუთე ცდიდან შეძლო კარიერული "დიდი სლემის" შესრულება, როცა როლან გაროსზე მოიპოვა მთავარი პრიზი.
ამის შემდეგ, სერბმა ვერ დაიცვა ტიტულები უიმბლდონსა და აშშ-ის ღიაზე, აგრეთვე, ჩააგდო რიოს ოლიმპიური თამაშები.

გასულ კვირას, ჯოკოვიჩმა განაცხადი გამოიტანა პეკინის ტურნირიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული