"ბოლო პერიოდში ზეწოლა ვიგრძენი. როლან გაროსზე გამარჯვების შემდეგ, ყველა ალაპარაკდა ისტორიულ მიღწევაზე, კალენდარულ "დიდ სლემზე". მოსვენება არ მქონდა.
უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლა ვიგრძენი. დღეს, აღარ ვფიქრობ რეიტინგსა და ტიტულებზე. თუ წარმატება მექნება, ძალიან გამიხარდება. ბოლოს და ბოლოს, ჩოგბურთი - ერთადერთი არ არის ამ საინტერესო სამყაროში", - განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა Tennis World USA-თან კომენტარში.
ივნისის დასაწყისში, ჯოკოვიჩმა მეხუთე ცდიდან შეძლო კარიერული "დიდი სლემის" შესრულება, როცა როლან გაროსზე მოიპოვა მთავარი პრიზი.
გასულ კვირას, ჯოკოვიჩმა განაცხადი გამოიტანა პეკინის ტურნირიდან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"