პეკინში, ჩინეთის ღია პირველობაზე თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ წყვილებში ესპანელ ლარა არუაბარენასთან ერთად სტარტზე ჩეხები – ანდრეა ჰლავაჩკოვა და ლუსი ჰრადესკა დაამარცხა. მეორე წრეში სლოვენიელებს - ანდრეა კლეპაჩსა და კატარინა სრებოტიკს შეხვდებიან.
იტალიაში (საპრიზო ფონდი 25.0000 დოლარი) იმყოფება ეკატერინე გორგოძე. ერთეულებში იგი მერვე ნომრად არის განთესილი და სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებულ ელენა ინ-ელბონს (შვეიცარია) დაუპირისპირდება. წყვილებში გორგოძე და კატინკა ფონ დეიჩმანი (ლიხტენშტეინი) ამანდა კარერასა (კანადა) და მარტინა სპიგარელისთან (იტალია) გაარკვევენ ურთიერთობას.
ჩიმკენტის (ყაზახეთი) 10.000-იან
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა სოფიო შაფათავამ 13 საფეხურით წინ წაიწია და კარიერის საუკეთესო მაჩვენებლისგან (186-ე ადგილი 2014 წლის 8 სექტემბერი) შვიდი საფეხური აშორებს.
ქალები
ერთეულები. 193 (206). სოფიო შაფათავა (180 ქულა), 270 (271). ეკატერინე გორგოძე (175), 465 (465). მარიამ ბოლქვაზე (68), 478 (482). სოფიო ქვაცაბაია (64), 789 (779). ოქსანა კალასნიკოვა (18), 1075 (1071). ანა შანიძე (7).
წყვილები. 52 (49). კალაშნიკოვა 91550), 170 (161). შაფათავა 9402), 266 (229). გორგოძე (229), 362 (363). ქვაცაბაია (141), 586 (586). ბოლქვაძე (62), 708 (708). თათია მიქაძე (37), 1127 (1119). შანიძე (10), 1261 (1257). ლანა კენჭიაშვილი (3).
ვაჟები
ერთეულები. 103 (103). ნიკოლოზ ბასილაშვილი (570), 339 (337). ალექსანდრე მეტრეველი (139), 835 (852). გიორგი ცივაძე (21), 1749 (1753). ალექსანდრე ბაკში (1), 1749 (1753). შოთა მეფარიძე (1), 2052 (2051). გიორგი ჯავახიშვილი (1).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"