საფრანგეთის ღია პირველობა: როლან გაროსი გაიზრდება და გადაიხურება

AutoSharing Option
ადმინისტრაციულ საქმეებში საფრანგეთის უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ როლან გაროსის ორგანიზატორებს საჩოგბურთო კომპლექსის მოდერნიზაციის ნება დართო.

ადრე, სასამართლომ დაბლოკა მოდერნიზაციის სამუშაოები ეკოლოგების ჩივილის გამო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სპორტული კომპლექსის გაფართოება ზიანს მიაყენებს ოტეის ბაღს, რომელიც რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს ახალი 5-ათასიანი კორტიდან. მე-19 საუკუნის ბაღში შეკრებილია სხვადასხვა ტროპიკული და ადგილობრივი ყვავილი.

სარემონტო სამუშაოების რანგში, საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაცია ასევე გეგმავს 2020 წლისთვის სახურავის დამონტაჟებას ცენტრალურ კორტზე.

როლან გაროსის საჩოგბურთო კომპლექსი ყველაზე პატარაა "დიდი სლემის" ტურნირების სერიაში. მოდერნიზაციის შემდეგ, კომპლექსის საერთო ფართობი 8.5-დან 13.5
ჰექტარამდე გაიზრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული