მარია შარაპოვას აპრილში ველოდებით

AutoSharing Option
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი 2016 წლის 8 ივნისს, ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა მელდონიუმის გამოყენების გამო.

დისკვალიფიკაციის ათვლა 2016 წლის 26 იანვრიდან დაიწყო. შარაპოვამ 14 ივნისს, სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა ფედერაციის გადაწყვეტილება.

გუშინ, სასამართლომ მიიღო ვერდიქტი - დისკვალიფიკაციის ვადა ორი წლიდან 15 თვემდე შეამცირა. ასე რომ, მარია WTA-ის პროფესიულ ტურს 2017 წლის 26 აპრილიდან დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილი ფერხორციანი სავსე ასული .
Dyablo
15:57 05-10-2016
0

სიახლეები პოპულარული