ბიორნ ბორგზე და ჯონ მაკინროიზე კინოს გადაიღებენ

AutoSharing Option
დანიელი რეჟისორი იანუს მეტც პედერსენი ფილმს გადაიღებს ორი დიადი ჩოგბურთელის - ბიორნ ბორგისა და ჯონ მაკინროის დაპირისპირებაზე.

კერძოდ, ფილმი მოგვითხრობს 1980 წლის უიმბლდონის ფინალზე. ასევე ნაჩვენები იქნება მათი მეტოქეობა კორტის მიღმა. ბორგის როლს შეასრულებს შვედი მსახიობი სვერირ გუდნარსონი, მაკინროის როლს - შაია ლაბაფი.

"ეს არის ისტორია ორ ადამიანზე, რომლებიც სრულიად განსხვავებულნი იყვნენ ერთმანეთისგან, მაგრამ იმაზე მეტი საერთო ჰქონდათ, ვიდრე ჩვენ გვგონია", - ამბობს იანუს პედერსენი.

"დარწმუნებული ვარ ფილმის წარმატებაში, - აცხადებს შაია ლაბაფი. - ძალიან მინდა ის მაკინროის ვუჩვენო. იმედია,
ჯონი სხვებზე ადრე ნახავს სურათს".
დღეისთვის, ფილმს შვედეთში იღებენ და ეკრანებზე 2017 წლის შემოდგომაზე გამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული