ოქსანა კალაშნიკოვა ჩინეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
ოქსანა კალაშნიკოვა WTA-ს ტურნირს დაემშვიდობა. ჩვენებური პეკინში ასპარეზობდა (6,2 მილიონი დოლარი) ჩინეთის ღია პირველობაზე და მეწყვილე ლარა არუაბარენასთან ერთად მეოთხედფინალში იყო გასული, მაგრამ ქართულ-ესპანური დუეტი ტაივანელებმა გააჩერეს.

კალაშნიკოვა და არუაბარენა მე-3 ნომრად განთესილ ჰაო-ჩინ ჩანთან და იუნ-იან ჩანთან დამარცხდნენ - 2:6, 0:6. ბრძოლამ სულ რაღაც 52 წუთი გასტანა.

მეოთხედფინალში გასვლისთვის მან 38 ათასი დოლარი და 215 სარეიტინგო ქულა მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული