ოქსანა კალაშნიკოვა WTA-ს ტურნირს დაემშვიდობა. ჩვენებური პეკინში ასპარეზობდა (6,2 მილიონი დოლარი) ჩინეთის ღია პირველობაზე და მეწყვილე
ლარა არუაბარენასთან ერთად მეოთხედფინალში იყო გასული, მაგრამ ქართულ-ესპანური დუეტი ტაივანელებმა გააჩერეს.
კალაშნიკოვა და არუაბარენა მე-3 ნომრად განთესილ
ჰაო-ჩინ ჩანთან და
იუნ-იან ჩანთან დამარცხდნენ - 2:6, 0:6. ბრძოლამ სულ რაღაც 52 წუთი გასტანა.
მეოთხედფინალში გასვლისთვის მან 38 ათასი დოლარი და 215 სარეიტინგო ქულა მიიღო.