გიორგი ცივაძე ჩიმკენტის ტურნირის წყვილთა შეჯიბრში ფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე ჩიმკენტში (ყაზახეთი) ვაჟთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირის წყვილთა პაექრობის ფინალში გავიდა.

რუს ალექსანდრ პავლიუჩენკოვთან შეამხანაგებულმა ჩვენებურმა გუშინ ნახევარფინალში საქადათ აიარსა (ყაზახეთი) და რიკარდო მაიჯას (შვეიცარია) აჯობა 6:2, 6:3.

გადამწყვეტ პაექრობაში ქართულ-რუსული დუეტი უზბეკების - შარობიდინ აბზალოვისა და სერგეი ფომინის მძლეველ (6:2, 6:2) ივან დავიდოვსა (რუსეთი) და რომან ხასანოვთან (ყაზახეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

ერთეულებში გიორგი ცივაძე მერვე ნომრად იყო განთესილი. ზედიზედ ორი მეტოქის ჩამოშორების შემდეგ გუშინ მეოთხედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ივან ნედელკოსთან (რუსეთი) დამარცხდა - 2:6, 4:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული