უცნაური TOP 5: არც ფედერერია და არც ნადალი

AutoSharing Option
დიადი საჩოგბურთო ეპოქა დასასრულს უახლოვდება. გასულ კვირას, რაფაელ ნადალმა ვერ შეძლო პეკინის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა და დღეიდან, ახალ რეიტინგში ესპანელი მეოთხედან მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველად 2003 წლის თებერვლის შემდეგ, ATP-ის კლასიფიკაციის ტოპ-ხუთეულში არ იქნებიან არც როჯერ ფედერერი და არც ნადალი.

ბოლოს, პირველი ხუთეული რაფასა და როჯერის გარეშე ასე გამოიყურებოდა:

1. ლეიტონ ჰიუიტი
2. ანდრე აგასი
3. ხუან კარლოს ფერერო
4. კარლოს მოია
5. ენდი როდიკი

ხუთივეს დასრულებული აქვს კარიერა.

ამ სეზონში ფედერერმა 2001 წლის შემდეგ
პირველად ვერ შეძლო ტიტულის მოპოვება. შვეიცარიელმა ვადაზე ადრე დაასრულა სეზონი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ნადალმა 2016 წელს მონტე კარლოსა და ბარსელონას ტურნირები მოიგო, მაგრამ "დიდი სლემის" ვერც ერთი ტურნირის მეოთხედფინალამდე ვერ მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული