მარია შარაპოვა გართობით დაბრუნდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, პირველად გავიდა კორტზე. რუსმა საჩვენებელ მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

World Team Tennis Smash Hits-ის ტურნირის მონაწილეები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. ბილი ჯინ კინგის ჯგუფში თამაშობდნენ: ჯონ მაკინროი, ტეილორ ჯონსონი და მარკ ფილიპუსისი; მომღერალი ელტონ ჯონის ჯგუფში იყვნენ - მარტინა ნავრატილოვა, ლიზელ ჰუბერი, ენდი როდიკი და მარდი ფიში.

წყვილთა პირველი მატჩი ტეილორ ჯონსონთან ერთად, შარაპოვამ წააგო ნავრატილოვასა და ჰუბერის დუეტთან - 2:5, სამაგიეროდ, მეორე მატჩში მან და მაკინროიმ დაამარცხეს ნავარტილოვა და როდიკი -
5:3.

საბოლოო ჯამში, ელტონ ჯონის გუნდმა მოიგო - 19:14.

ტურნირიდან მიღებული თანხა ელტონ ჯონის შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ჩაირიცხა.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ 15 თვემდე შეამცირა მარია შარაპოვას დისკვალიფიკაციის ვადა. რუსი პროფესიულ ტურში მომავალი წლის აპრილის ბოლოს დაბრუნდება.

როლან გაროსს რემონტი არ ეღირსა
ფრანგულმა სასამართლომ გააუქმა ადმინისტრაციულ საქმეებში ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, "დიდი სლემის" მეორე ტურნირის - როლან გაროსის ორგანიზატორებს საჩოგბურთო კომპლექსის მოდერნიზაციის უფლება მიეცათ.

სასამართლომ მოდერნიზაციის სამუშაოები ეკოლოგების საჩივრის გამო აკრძალა, რომლებიც ამტკიცებდნენ, სპორტული კომპლექსის გაფართოება ზიანს მიაყენებდა ოტეის ბაღში უნიკალურ ნარგავებს.

საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ აღშფოთება გამოხატა სამუშაოების კიდევ ერთხელ შეჩერების გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული