ოქსანა კალაშნიკოვა WTA-ს ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ ტიანინში მიმდინარეობს WTA-ს ტურნირი (საპრიზო ფონდი 426,7 ათასი დოლარი), რომლის წყვილთა თანრიგშიც ძალზე წარმატებულად ასპარეზობს ოქსანა კალაშნიკოვა.

ჩვენებური, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში (წყვილებში) 47-ე პოზიციაზეა, ესპანელ ბასკ ლარა არუაბარენას შეუწყვილდა. ეს დუეტი ტურნირზე მე-2 ნომრად არის განთესილი.

დღეს მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც კალაშნიკოვამ და არუაბარენამ ორ სეტში მოუგეს მასპინძლებს, ქსინიუ გაოს და იინ ჟანგს - 6:4, 7:5.

ნახევარფინალში ქართულ-ესპანური წყვილი მე-4 ნომრად განთესილ შუაი პენგსა (ჩინეთი) და კრისტინა მაკჰეილს (აშშ) შეხვდება.

ოქსანამ ნახევარ
ფინალში გასვლისთვის 110 სარეიტინგო ქულა დაიბევა (თუ ფინალში გააღწევს ქულების რაოდენობა 180-მდე გაიზრდება). რაც შეეხება ჰონორარს, წყვილმა ჯერ მხოლოდ 4,9 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურნირიც ქართველისთვის ძალიან წარმატებული იყო - პეკინში მან (არუაბარენასთან ერთად) მეოთხედფინალში გააღწია და 215 სარეიტინგო ქულა და 19,3 ათასი დოლარი მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული