სეზონის შეჯამება: წლის "ფეარ პლეის" ნომინანტები

AutoSharing Option
"დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი, რომელიც ტოვებს 2016 წლის სეზონის მეორე ნაწილს ტრავმის გამო, გასულ უქმეებზე საფეხბურთო კლუბ "ბაზელის" შეხვედრას დაესწრო და ექსპერს-ინტერვიუში განაცხადა, რომ, შესაძლოა, წელს გავიდეს კორტზე. ეს მოხდება დეკემბერში IPTL-ის საჩვენებელი ლიგის ტურნირზე.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება 35 წლის შვეიცარიელის მდგომარეობაზე.

* * *
ცნობილი გახდა ATP-ის ყოველწლიური პრიზების ნომინანტები. სამ კატეგორიაში გამარჯვებულები მოთამაშეთა გამოკითხის შედეგად გამოვლინდება.

"წლის პროგრესის" პრიზზე პრეტენზიას აცხადებენ - დანიელ ევანსი (ბრიტანეთი), ლუკ პუიე (საფრანგეთი), დომინიკ ტიმი (ავსტრია) და ალექსანდრ ზვერევი (გერმანია).

"წლის დაბრუნების" პრიზი შეუძლიათ მიიღონ - ჟულიენ ბენეტოს (საფრანგეთი), ხუან მარტინ დელ პოტროს (არგენტინა), ივო კარლოვიჩს (ხორვატია) და ფლორიან მაიერს (გერმანია).

სტეფან ედბერგის სახელობის პრიზი ფეარ პლეისთვის: როჯერ ფედერერი (შვეიცარია), ენდი მარეი (ბრიტანეთი), რაფაელ ნადალი (ესპანეთი) და სტენ ვავრინკა (შვეიცარია).

* * *
WTA Elite Trophy-ის (მეორენაირად, ამ ტურნირის წლის შემაჯამებელ "მცირე" ჩემპიონატს უწოდებენ) ორგანიზატორებმა წლევანდელი ტურნირის პირველი სამი მონაწილე დაასახელეს. ესენი არიან: პეტრა კვიტოვა, რობერტა ვინჩი და ელინა სვიტოლინა.

ტურნირში მონაწილეობას იღებს 12 ჩოგბურთელი. იქ მონაწილეობა სავალდებულოა მოთამაშეებისთვის, რომლებსაც რეიტინგში 9-19 ადგილი უკავიათ, კიდევ ერთი მონაწილე უაილდ-ქარდის მეშვეობით ხდება ცნობილი.

ჩოგბურთელები ოთხ ჯგუფად იყოფიან და თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გადის. ჩემპიონი მიიღებს 700 სარეიტინგო ქულას, ტურნირის საპრიზო ფონდია - 2 210 000 დოლარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული