როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, რუსი ჩოგბურთელი პროფესიულ კარიერას 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ დაასრულებს.
მარია შარაპოვამ დისკვალიფიკაციის გამო რიოს ოლიმპიური თამაშები გამოტოვა. მისი დაბრუნება კორტზე 2017 წლის 26 აპრილს იგეგმება.
* * *
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) დისკვალიფიკაციის ვადა შეუმცირა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს, რადგან მხედველობაში მიიღო ჩოგბურთელის ბოდიში და ფსიქოლოგთან მიმართვის სურვილი.შეგახსენებთ, რომ 21 წლის ავსტრალიელი მორიგი გამოხტომის გამო დაისაჯა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ
პროფესიული ტურის ხელმძღვანელობამ კირგიოსს ფულადი ჯარიმა დააკისრა, აგრეთვე, რვაკვირიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ასე რომ, ნიკისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.
ავსტრალიელმა ბოდიში მოიხადა თავისი საქციელის გამო და დათანხმდა ფსიქოლოგთან ვიზიტს. სწორედ ამის გამო, მსოფლიოს მე-14 ჩოგანის დისკვალიფიკაციის ვადა სამ კვირამდე დაიყვანეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"